|
2016-06-25 15:17:18, 995 ნახვა
რეგიონი
ვახტანგ ყოლბაიამ ზუგდიდში ჟენევის მოლაპარაკებების 36-ე რაუნდის ანგარიში წარადგინა
ასოციაცია „იმედის“ ორგანიზებით და ინიციატივით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ ზუგდიდში შეხვედრა გამართა. შეხვედრას ასევე ესწრებოდა ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ქვარაია. აჭარის ა.რ. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე განსახილველ საკითხთა შორის იყო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 36-ე რაუნდი, მათ შორის სამეგრელო-აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან გიგა ოთხოზორიას მკვლელობა, დევნილთა დაბრუნება, განათლება ოკუპირებულ გალის რაიონში, ცეცხლის განუახლებლობის გარანტიები შეხვედრის დასაწყისში, ვახტანგ ყოლბაიამ აღნიშნა, რომ ეს რაუნდი წინა რაუნდებისგან განსხვავდებოდა იმ მძიმე ფონის თვალსაზრისით, რაც გიგა ოთხოზორიას მკვლელობამ შექმნა. მისი თქმით, სამუშაო ჯგუფის შეხვედრებს ეს არ დასტყობია, თუმცა იგრძნობოდა აფხაზური მხარისგან გარკვეული უხერხულობა მომხდარის გამო. მით უფრო, რომ ერთობლივად უყურეს იმ კადრებს, სადაც ფაქტია ასახული. ყოლბაიას განმარტებით, ამ რაუნდმა და ქართული მხარის აქტიურობამ ზოგადად სხვადასხვა მიმართულებით, მოიტანა ის შედეგი, რომ მკვლელობაში ბრალდებული დღეს შინაპატიმრობაშია. მისი თქმით, ჟენევაში მუდმივად მტკივნეული საკითხია დევნილთა დაბრუნების თემა და ამ საკითხზე გაეროს მიერ მიღებული რეზოლუცია, რომლის მხარდამჭერთა რიცხვიც ყოველწლიურად იზრდება. ასე მოხდა ბოლო შეხვედრაზეც. აფხაზეთის მთავრობის ხელმძღვანელის განცხადებით, კიდევ ერთი საკითხი, რომელსაც ქართული მხარე აქტიურად აყენებს ჟენევის მოლაპარაკებებზე, ოკუპირებულ ტერიტორიაზე განათლების მშობლიურ ენაზე მიღების შესაძლებლობის შეზღუდვაა. აფხაზური მხარე კი მუდმივად მოითხოვს ომის განუახლებლობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებას და გარანტიებს თბილისიდან. ვახტანგ ყოლბაიამ შეხვედრაზე ასევე ისაუბრა იმ სერვისებზე, რომელსაც ისინი აფხაზებს სთავაზობენ. მათ შორის ჯანდაცვის პროგრამა, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს. ვახტანგ ყოლბაიამ აღნიშნა, რომ ურთიერთობების დარეგულირებას ნდობის დაბალი ხარიხი აფერხებს, თუმცა ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობენ. „ჟენევის პერსპექტივა ის არის, რომ გულნატკენობის მიუხედავად გავაგრძელოთ მუშაობა. ეს ერთადერთი საერთაშორისო არენაა და ფორმატი, სადაც ყველანი ერთად ვსაუბრობთ. მთავარია არ დავარღვიოთ ის, რასაც ჰქვია ნდობის მოპოვების პროცესი, რთული, ფაქიზი, მაგრამ აუცილებელი, რამეთუ ნდობის გარეშე ჩვენ ვერ ავაშენებთ იმ ხიდებს, რომელიც ერთმანეთთან მიგვიყვანს“, - განმარტა ყოლბაიამ.
სასამართლომ საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე დაუსწრებლად დაპატიმრება ძალაში დატოვა.
ფილფანი- გამოძიება უნდა დაიწყოს ირაკლი კობახიძის და ყველა იმ მაღალჩინოსანი პირის მიმართაც, რომელიც საქართველოს ადანაშაულებს
Volvo 365 – ერთი წელი ავტომობილის ფლობასთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
სეპარატისტული რეჟიმი: თურქეთში აფხაზური პასპორტების აღიარების საკითხზე დისკუსია მიმდინარეობს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)