19:58 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-24 21:40:14, 706 ნახვა

საზოგადოება
სოფო ჯაფარიძე საქართველოს აზერბაჯანელ ქალთა კავშირის ხელმძღვანელს ლეილა სულეიმანოვასა და ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელ ახალგაზრდებს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ადამიანის უფლებათა დაცვისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში სოფო ჯაფარიძე , საქართველოს აზერბაჯანელ ქალთა კავშირის ხელმძღვანელს ლეილა სულეიმანოვასა და ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელ ახალგაზრდებს შეხვდა.

შეხვედრის მთავარი თემა ქალთა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა და ადრეული ქორწინების პრევენცია იყო.

სოფო ჯაფარიძემ ახალგაზრდებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ქვეყანაში ქალთა და ოჯახში ძალადობის გამოვლენისა და პრევენციის მიზნის  მქონე ინსტიტუტებზე, ასევე იმ გამოწვევებზე და მიღწევებზე რაც ბოლო დროის განმავლობაში აღნიშნული მიმართულებებით გამოვლინდა.  მან ასევე ისაუბრა ქალთა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა თუ მსხვერპლთა (დაზარალებულთა) დასაცავად გასატარებელ ღონისძიებებზე, რომლებსაც 2016-2017 წლების ადამიანის უფლებათა დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს.  სოფო ჯაფარიძემ ხაზგასმით ისაუბრა ქალების როლის გაძლიერებაზე, ადრეული ქორწინების ურყოფით შედეგებზე და მისი პრევენციის მიზნით განსახორციელებლ აქტივობებზე. ახალგაზრდებს ასევე მიეწოდათ ინფორმაცია ოჯახში ძალადობის აღკვეთის ღონისძიებათა განმახორციელებელ საუწყებათაშორისო საბჭოზე, მასთან არსებულ საკონსულტაციო ჯგუფზე და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელი ჯგუფის (მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფის) საქმიანობაზე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ედიტე ესტრელა: საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა გაგრძელდა, ასამბლეის არცერთი სასწრაფო რეკომენდაცია არ განხორციელებულა
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსზე 120-ზე მეტმა მასწავლებელმა შეავსო განაცხადი - პროექტის მთავარი მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
ოცნების პარლამენტმა ფორმულას ჟურნალისტ ნინი ბალანჩივაძეს 6 თვით აკრედიტაცია შეუწყვიტა
როგორ შეცვალა ციფრულმა განვადებამ E-commerce გაყიდვები საქართველოში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics