21:41 - 10 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-23 19:01:27, 1017 ნახვა

რეგიონი
ლარსის ხეობაში, სტიქიური პროცესების გააქტიურების გამო ყველა სამთავრობო უწყება მობილიზებულია - ტარდება გადაუდებელი სამუშაოები

მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის ლარსის ხეობაში სტიქიური პროცესების გააქტიურების გამო, 134-კმ - 135კმ მონაკვეთზე, საშიშ ზონაში, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

რეჟიმის დაწესება, ამალი-დევდორაკის ხეობაში უხვი ნალექის შედეგად ღვარცოფული ნაკადის წარმოქმნამ განაპირობა. გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგის ჯგუფმა, რომელიც ხეობაში მუდმივ დაკვირვებას აწარმოებს, ოპერატიულად აცნობა შესაბამის ორგანოებს, რის შემდეგაც საავტომობილო გზა დაუყოვნებლივ ჩაიკეტა.

„დევდორაკიდან" მიღებული ზვავსაშიშროების განგაშის სიგნალის მიღების შემდეგ, განხორციელდა სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ „ყაზბეგის" თანამშრომელთა ევაკუაცია. ამჟამად, ყველა სახიას სატრანსპორტო საშუალების, ასევე ფიზიკური პირების გადაადგილება შეჩერებულია. შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, ინფორმაცია გაეგზავნა რუსეთის ფედერაციის საბაჟო სამსახურს.

პროცესებზე დაკვირვება გრძელდება, რაშიც ჩართულია ყველა შესაბამისი უწყება - რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, გარემოს დაცვის სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტრო და აღნიშნული სახელმწიფო უწყებების შესაბამისი სამსახურები. ადგილზე იმყოფებიან გეოლოგები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ავიაცია მზადაა, საჭიროების შემთხვევაში, განახორციელოს მოქალაქეების ევაკუაცია და საკონტროლო შემოფრენა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სასამართლომ საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე დაუსწრებლად დაპატიმრება ძალაში დატოვა.
ფილფანი- გამოძიება უნდა დაიწყოს ირაკლი კობახიძის და ყველა იმ მაღალჩინოსანი პირის მიმართაც, რომელიც საქართველოს ადანაშაულებს
Volvo 365 – ერთი წელი ავტომობილის ფლობასთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
სეპარატისტული რეჟიმი: თურქეთში აფხაზური პასპორტების აღიარების საკითხზე დისკუსია მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics