|
2016-06-23 17:46:06, 1180 ნახვა
ეკონომიკა
სოფელ მარტყოფში ბიტუმოვანი ნივთიერებების მწარმოებელი საწარმო გაიხსნება
გარდაბანში, სოფელ მარტყოფში ბიტუმოვანი ნივთიერებების მწარმოებელი საწარმო შეიქმნება. საწარმოს შექმნის და წარმოების დაწყების მიზნით 321 728 ლარის ინვესტიცია განხორციელდება. საწარმო ყოველწლიურად არანაკლებ 1000 ტონა ბიტუმოვან ნარევს გამოუშვებს. საწარმოში პირველ ეტაპზე 10 ადამიანი დასაქმდება. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ“ შპს „ჯორჯიან ინდასთრის“ ბიტუმოვანი ნივთიერებების მწარმოებელი საწარმოს გახსნის მიზნით სახელმწიფოს საკუთრებაში გარდაბანში, სოფელ მარტყოფში მდებარე 10 054 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი გადასცა. გაცნობებთ, რომ საქართველოს მთავრობამ სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ჯამში უკვე 177 საწარმოს დაუჭირა მხარი. ინვესტიციის ჯამური მოცულობა 380 მილიონ ლარს აჭარბებს, საწარმოებში კი 7700-ზე მეტი ადამიანიდასაქმდება.
მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფული გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)