16:48 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-22 15:02:41, 718 ნახვა

საზოგადოება
მეაბრეშუმეობის დარგის განვითარებისათის პირველი ნაბიჯები უკვე გადაიდგა

სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის საქმიანობის ერთერთ მიმართულებას საქართველოში მეაბრეშუმეობის დარგის აღდგენის ხელშეწყობა წარმოადგენს. 

საქართველოში მეაბრეშუმეობის დარგს თხუთმეტსაუკუნოვანი ისტორია აქვს. იგი ფართოდ იყო გავრცელებული, როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში.

მეაბრეშუმეობის დარგის განვითარების ხელშეწყობა თუთის აბრეშუმმხვევიის ჯიშების გენოფონდის  შენარჩუნება-გაუმჯობესებასა და სარეალიზაციო ბაზრების მოძიებას ითვალისწინებს.

აღნიშნული მიმართულებით პირველი ნაბიჯები უკვე გადაიდგა.

დაწყებულია მეაბრეშუმეობისათვის საკვები ბაზის აღდგენა-შექმნა, რომელიც გულისხმობს თუთის ჰიბრიდული ჯიშის ნერგების გაშენება-დარიგებას. მეაბრეშუმეობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ქართველმა ბიზნესმენმა უზბეკეთიდან ჩამოტანილი თუთის ასი ათასი ნერგი სახელმწიფოს გადასცა, რომელიც  ბენეფიციარებს უსასყიდლოდ დაურიგდათ. სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის თანამშრომლები პროგრამის ბენეფიციარებს თუთის ბაღების გაშენებაში დაეხმარნენ და თუთის მოვლის აგროტექნიკურ ღონისძიებების განხორციელებაში უწევენ კონსულტაციებს.

ამჟამად, აგრარული უნივერსიტეტის ბაზაზე, მიმდინარეობს თუთის აბრეშუმხვევიას  დაახლოებით 45000-50000 ცალი  აბრეშუმის ჭიის  გამოკვების პროცესი.

 აღნიშნული ჯიშები ხასიათდებიან მაღალი აბრეშუმიანობითა და ძაფის სიგრძით. 
ამ ეტაპზე, უნივერსიტეტის ბაზაზე აბრეშუმმხვევიას მიერ პარკის ახვევა სრულდება.

აღნიშნული პროცესის მიზანი მომდევნო თაობის გრენის (კვერცხი) დამზადებაა, რაც ქართული აბრეშუმმხვევიას გენოფონდის შენარჩუნებასა და გამრავლებას უზრუნველყოფს.

 


 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გენერალური პროკურორი: ექიმ ჩახუნაშვილს არჩევანი აქვს: აღიაროს დანაშაული და მოინანიოს
35 წლის ნინო მუჯირი პირველ სამშობიარო სახლში გარდაიცვალა, ოჯახი პერსონალის დასჯას ითხოვს
პესკოვი: ჯერ კიდევ გაურკვეველია, თუ რას უხელმძღვანელებს ცხინვალის „ყოფილი ლიდერი“
მარიამ მეყანწიშვილი - არცერთმა არ აღაირა ის, რაც არ ჩაუდენიათ, თქვენთვის ვიბრძოლებ გარედან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics