|
2016-06-21 17:07:17, 1032 ნახვა
სამართალი
მებაჟე ოფიცრებმა კანონდარღვევა გამოავლინეს
შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციის საფუძველზე, კანონდარღვევის ფაქტი გამოავლინეს. როგორც შემოსავლების სამსახურის განცხადებაშია აღნიშნული, 17 ივნისს, საბაჟო გამშვები პუნქტის, „წითელი ხიდის“, კონტროლის ზონაში, მებაჟე ოფიცრებმა აზერბაიჯანის მოქალაქე ა.მ.-ისა და მისი თანმხლები პირების (ზ.ა., ა.ს. და ნ.ა.) ფიზიკური დათვალიერების შედეგად, აღმოაჩინეს არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები ბრილიანტის თვლებით. „კერძოდ, ზ.ა.-ს აღმოაჩნდა 55,77 გრამი ოქროს ნაკეთობები, რომელთა საბაჟო ღირებულებამ შეადგინა 17636,61 ლარი, ხოლო ნ.ა.-ს - 53,92 გრამი ოქროს ნაკეთობები, საბაჟო ღირებულებით 15196,91 ლარი. მათი განცხადებით, აღნიშნული ოქროს ნაკეთობები ეკუთვნოდა ზემოთ აღნიშნულ პიროვნებას, ა.მ.-ს. საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს. მსგავსი ფაქტი გამოავლინეს 16 ივნისს, საბაჟო გამშვები პუნქტის, „სადახლო-საავტომობილოს“, მებაჟე ოფიცრებმაც. მათ საქართველოს მოქალაქე ნ.მ.-ს, ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად, ხელბარგში 201,23 გრამი არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები და 20,88 გრამი ვერცხლის ნაკეთობები აღმოუჩინეს. საქონლის საბაჟო ღირებულებამ შეადგინა 4518,91 ლარი. საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის მიხედვით, პირს სანქციის სახით შეეფარდა ფულადი ჯარიმა 4518,91ლარის ოდენობით“, - ნათქვამია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? - გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში
კვლევა: სახელისუფლებო გზავნილების მხარდასაჭერად AI პროფილების ქსელი აქტიურად მუშაობს
მინისტრი: თურქეთი საკუთარი ბირთვული ტექნოლოგიების განვითარებას გეგმავს
გერმანიის ახალი ელჩი - არსებული დაძაბულობა ამძიმებს გერმანიისა და ევროკავშირის ურთიერთობას საქართველოსთან
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)