15:17 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-19 10:41:36, 689 ნახვა

საზოგადოება
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების კონკურსში გამარჯვებულები გამოვლინდნენ

დიდუბის რაიონში, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, რაიონის ტერიტორიაზე აღრიცხულ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებს შორის საპილოტე კონკურსში გამარჯვებულები გამოვლინდნენ.  

ღონისძიებას ესწრებოდნენ თბილისის მერის მოადგილე გიორგი ლილუაშვილი, დიდუბის რაიონის გამგებელი ირმა ზავრადაშვილი, საბურთალოს რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე და დიღმის მაჟორიტარი დეპუტატი თარაშ შურღაია. მათ გამარჯვებულებს სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს. 

გიორგი ლილუაშვილის თქმით, პროექტი ხელს შეუწყობს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების კიდევ უფრო  ეფექტურ ფუნქციონირებას და მის წევრებს საშუალებას მისცემს უკეთ მოუარონ საერთო ქონებას. 
კონკურში მონაწილეობა 93-მა ამხანაგობის თავმჯდომარემ მიიღო. მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში სამ სხვადასხვა კატეგორიაში  49 საუკეთესო ამხანაგობა გამოვლიდა. ღონისძიების ფარგლებში, საბურთალოს რაიონის გამგებელმა ბექა მიქაუტაძემ  ამხანაგობის თავმჯდომარეებისთვის თემატური  სემინარი ჩაატარა.

კონკურსი მიზნად ისახავს რაიონის ტერიტორიაზე აღრიცხული ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ეფექტური ფუნქციონირების, ამხანაგობის როგორც სამოქალაქო ინსტიტუტის მნიშვნელობისა და საჭიროების შესახებ ამხანაგობის წევრთა ცნობიერების ამაღლებას.  ასევე,  ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების მოვლასა და განვითარების ხელშეწყობას. 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
4 ოქტომბრის საქმეზე 3 პირს პატიმრობა მიესაჯა, მეყანწიშვილს ₾5 000-ლარიანი ჯარიმა
ფასდაკლებული პროდუქტის სამთავრობო პორტალი ჩაირთო
გვარაკიძე: კვლავ მკაცრი იყო პროკურატურის პოლიტიკა ოჯახურ დანაშაულზე, ყველას პატიმრობას ვითხოვდით
საქმე ეხება ფსიქოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობას - დაკავებულია 17 პირი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics