15:18 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-18 13:48:50, 658 ნახვა

საზოგადოება
ნაძალადევის რაიონში სპორტული კომპლექსის სრული რეაბილიტაცია განხორციელდება

თბილისის მერიის განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური ნაძალადევის რაიონში  სპორტული კომპლექსის სრულ რეაბილიტაციას იწყებს.

მერიის ინფორმაციით, სპორტულ კომპლექსში კრივის რინგი,  საჭიდაო მოედანი,  დიდი და საშუალო  ზომის დახურული ტიპის  საცურაო აუზები განთავსდება და ის ყოველთვიურად 2000-მდე ბენეფიციარს მოემსახურება.

„გენერალური სივრცითი და ობიექტის რეაბილიტაციის საუკეთესო პროექტის გამოვლენის მიზნით, სახელმწიფო შესყიდვაზე 2016 წელს ელექტრონული ტენდერი  გამოცხადდა, რომელშიც შპს ,,არქიტექმა“ გაიმარჯვა. გამარჯვებული კომპანია  შენობის სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს. შედგენილი ხარჯთაღრიცხვის მიხედვით, ობიექტზე ჩასატარებელი სამუშაოების  ღირებულება შეადგენს 3 996 696,54 ლარს.

ამ დრომდე ნაძალადევის რაიონში მსგავსი ფუნქციური სპორტული კომპლექსი არ არსებობს. სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები 2017 წელს დასრულდება“, - აცხადებენ მერიაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
4 ოქტომბრის საქმეზე 3 პირს პატიმრობა მიესაჯა, მეყანწიშვილს ₾5 000-ლარიანი ჯარიმა
ფასდაკლებული პროდუქტის სამთავრობო პორტალი ჩაირთო
გვარაკიძე: კვლავ მკაცრი იყო პროკურატურის პოლიტიკა ოჯახურ დანაშაულზე, ყველას პატიმრობას ვითხოვდით
საქმე ეხება ფსიქოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობას - დაკავებულია 17 პირი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics