საქართველოს ციხეებისა და გამასწორებელი სერვისების ევროპული ორგანიზაციის (Europris) სრულფასოვანი წევრის სტატუსი მიენიჭა.

" />
15:16 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-17 15:27:56, 615 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს ციხეებისა და გამასწორებელი სერვისების ევროპული ორგანიზაციის სრულფასოვანი წევრის სტატუსი მიენიჭა

საქართველოს ციხეებისა და გამასწორებელი სერვისების ევროპული ორგანიზაციის (Europris) სრულფასოვანი წევრის სტატუსი მიენიჭა.

როგორც „ექსპრესნიუსს“ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროდან აცნობეს, აღნიშნული გადაწყვეტილება ორგანიზაციის ყოველწლიურ შეხვედრაზე მიიღეს, რომელიც მიმდინარე წლის 13 ივნისს, ჰოლანდიის ქალაქ ზაანდამში გაიმართა.

უწყების ინფორმაციით, ღონისძიებაში, საქართველოს მხრიდან, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ზვიად მიხანაშვილი და საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროინტეგრაციის დეპარტამენტის წარმომადგენელი, ბაქარ ჯიქია მონაწილეობდნენ. შეხვედრაზე ორგანიზაციის სრულფასოვანმა წევრებმა, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად დაუჭირეს მხარი საქართველოს სტატუსის შეცვლას ასოცირებული წევრობიდან სრულფასოვან წევრობამდე, რაც სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დელეგაციას ხმის მიცემის უფლებას ანიჭებს.

შეხვედრაზე სასჯელაღსრულების სისტემასთან დაკავშირებული  საკითხები განიხილეს, მათ შორის: უცხო ქვეყნის მოქალაქე პატიმრების მდგომარეობა დაწესებულებებში, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის პატიმრების გაცვლა, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში თანამედროვე კომუნიკაციისა და ელექტრონული საშუალებების გამოყენება და სხვა.

ამასთან, ორგანიზაციის წევრობასთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელეს და 2015 წლის საქმიანობის ანგარიში, ასევე, 2016 წლის გეგმა მიიღეს.  





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
4 ოქტომბრის საქმეზე 3 პირს პატიმრობა მიესაჯა, მეყანწიშვილს ₾5 000-ლარიანი ჯარიმა
ფასდაკლებული პროდუქტის სამთავრობო პორტალი ჩაირთო
გვარაკიძე: კვლავ მკაცრი იყო პროკურატურის პოლიტიკა ოჯახურ დანაშაულზე, ყველას პატიმრობას ვითხოვდით
საქმე ეხება ფსიქოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობას - დაკავებულია 17 პირი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics