|
2016-06-16 11:34:37, 972 ნახვა
სამართალი
მსჯავრდებულისთვის აკრძალული საგნის გადაცემის მცდელობისთვის ერთი პირი დააკავეს
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტმა პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებული პირისთვის აკრძალული საგნის, კერძოდ, მობილური ტელეფონის გადაცემის მცდელობისთვის მოქალაქე დააკავა. სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია მოქალაქე ა.კ, რომელიც მობილური ტელეფონის გადაცემას, ამანათის სახით, N15 პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული, მისი ახლობელი მსჯავრდებულისთვის - ე.ლ-სთვის ცდილობდა. „საამანათო განყოფილებაში შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ გამორთულ მდგომარეობაში მობილური ტელეფონი ე.ლ.-სთვის განკუთვნილ ტანსაცმელში იყო გახვეული. საქმეზე გამოძიება სსკ-ს 19-3781 მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. გამოძიებას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის აღმოსავლეთის სამმართველო აწარმოებს“, - ნათქვამია სასჯელაღსრულების სამინისტროს განცხადებაში.
მინისტრი: თურქეთი საკუთარი ბირთვული ტექნოლოგიების განვითარებას გეგმავს
გერმანიის ახალი ელჩი - არსებული დაძაბულობა ამძიმებს გერმანიისა და ევროკავშირის ურთიერთობას საქართველოსთან
პოლიციამ თბილისში „გლოვოს“ კურიერის ცემის ბრალდებით კიდევ ორი არასრულწლოვანი დააკავა
აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან 34 წელი გავიდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)