20:43 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-14 12:17:04, 1238 ნახვა

მსოფლიო
დაჯგუფება "აბუ საიაფის" წევრებმა კანადის მოქალაქეს თავი მოკვეთეს

ფილიპინებში ისლამისტური დაჯგუფების "აბუ საიაფის" წევრებმა კანადის მოქალაქე რობერტ ჰოლი მოკლეს, - ამის შესახებ Regnum იუწყება.

როგორც მედია საშუალება წერს, რობერტ ჰოლი კანადელების ჯგუფთან ერთად ისლამისტებმა 2015 წლის სექტემბერში მძევლად აიყვანეს .

კანადური მედიის ინფორმაციით, რობერტ ჰოლს ექსტრემისტებმა თავი მოჰკვეთეს. მისი გარდაცვალების ფაქტი კანადის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა.

მძევლის სანაცვლოდ ისლამისტი მებრძოლები 6,5 მილიონი დოლარის ოდენობის გამოსასყიდს ითხოვდნენ. გამოსასყიდის გადახდის ვადა 13 ივნისს ამოიწურა.

ცნობისთვის, აპრილის ბოლოს ტერორისტებმა კიდევ ერთი კანადელი ჯონ რიდსდელი მოკლეს.

შეგახსენებთ, რომ დაჯგუფება "აბუ საიაფი" "ალ-ქაიდასთან" არის დაკავშირებული და ფილიპინების სამხრეთ ნაწილში მოქმედებს. დაჯგუფების ლიდერის ისნილონ ჰაპილონის  შესახებ ინფორმაციის სანაცვლოდ აშშ-ს 5 მილიონი დოლარის ოდენობის ჯილდო აქვს დაწესებული.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
TV Imedi: ევროპარლამენტმა 1 წლით საქმიანობა აგვიკრძალა
მოსკოვსა და ცხინვალს შორის „მოკავშირეთა თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ“ შეთანხმება რატიფიცირებულია
14 მაისიდან 30 ივნისის ჩათვლით ხაჯალია–სუფსის მონაკვეთზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება
მართვის მოწმობის არაგეგმური, 250 ლარიანი გამოცდა მხოლოდ შაბათობით ჩატარდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics