|
2016-06-14 10:29:35, 1009 ნახვა
რეგიონი
აჭარის რეგიონს ბუნებრივი აირის მიწოდება სამი დღით შეუწყდება
აჭარის რეგიონში ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობის მეორე ეტაპი მიმდინარეობს. მშენებლობის პროცესში მშენებარე საავტომობილო მაგისტრალის და ბუნებრივი აირის ცენტრალური მაგისტრალის რამდენიმე მონაკვეთზე გადაერთების სამუშაოები ერთდროულად 4 პუნქტზე განხორციელდება. რეგიონული განვითარების სამინისტრო აჭარის ბუნებრივი აირის გათიშვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს: "აღნიშნულიდან გამომდინარე ამა წლის 24 ივნისიდან აჭარის რეგიონში ბუნებრივი აირის ყველა მომხმარებელს შეუწყდება გაზის მიწოდება. მაგისტრალურ გაზსადენზე გადაერთების სამუშაოები გაგრძელდება ამა წლის 27 ივნისამდე, რის შემდგომ, ,,სოკარ ჯორჯია გაზს“ მიეცემა მაგისტრალური გაზსადენის დატვირთვის და ბუნებრივი აირის მიწოდების პროცესის დაწყების საშუალება, რაც ეტაპობრივად განხორციელდება და დასრულდება მიმდინარე წლის 29 ივნისს. შექმნილი მდგომარეობის გამო ბოდიშს ვუხდით ადგილობრივ მოსახლეობას და ბუნებრივი აირის ყველა სხვა მომხმარებელს. თხოვნით მივმართავთ და მოვუწოდებთ ქობულეთის, ბათუმისა და ხელვაჩაურის მოსახლეობას, განსაკუთრებული ყურადღებით მოეკიდონ უსაფრთხოების ნორმების დაცვას, განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინონ და ჩაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ გაზის დანადგარების ონკანები, რათა ბუნებრივი აირის ჩართვისას თავიდან ავიცილოთ გაუთვალისწინებელი შედეგები. ამასთან, კომერციული ბუნებრივი აირის მომხმარებლებმა და სტრატეგიული დანიშნულების დაწესებულებებმა ამ პერიოდისათვის საჭიროა უზრუნველყონ ალტერნატიული საწვავის მომარაგება, რომ არ შეფერხდეს მათი ფუნქციონირება. „სოკარ ჯორჯია გაზის“ აჭარის რეგიონალური ოფისის თანამშრომლები სრული შემადგენლობით გადავლენ 24 საათიან სამუშაო გრაფიკზე. 24 საათიან რეჟიმში შეასრულებს სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანიაც, რომელიც აქტიურად თანამშრომლობს აჭარის ხელისუფლებასა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შესაბამის სამსახურებთან, რათა შეუფერხებლად და მაქსიმალურად სწრაფად დასრულდეს კომუნიკაციების შეცვლის პროცესი. დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ,,სოკარ ჯორჯია გაზის“ ცხელ ხაზზე 16 114 ან აჭარის რეგიონალურ ოფისში: მისამართზე: ბათუმი ბაქოს ქ # 46",-აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.
სასამართლომ საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე დაუსწრებლად დაპატიმრება ძალაში დატოვა.
ფილფანი- გამოძიება უნდა დაიწყოს ირაკლი კობახიძის და ყველა იმ მაღალჩინოსანი პირის მიმართაც, რომელიც საქართველოს ადანაშაულებს
Volvo 365 – ერთი წელი ავტომობილის ფლობასთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
სეპარატისტული რეჟიმი: თურქეთში აფხაზური პასპორტების აღიარების საკითხზე დისკუსია მიმდინარეობს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)