|
2016-06-13 11:48:43, 1017 ნახვა
ეკონომიკა
15 ივნისიდან დონატის ფასი შემცირდება
15 ივნისიდან დონატის ფასი 1,20 ლარამდე შემცირდება, - ამის შესახებ „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტის, სოსო ფხაკაძის განცხადებაშია აღნიშნული. მისი თქმით, „დანკინ დონატსის“ პროდუქცია მისდამი სიყვარულის მიუხედავად ფასის ბარიერის გამო მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილისათვის ხელმისაწვდომი არ იყო. „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტის, სოსო ფხაკაძის განცხადება: „3 ივნისს, დონატის საერთაშორისო დღეს ჩვენი შვილობილი კომპანიის, „დანკინ დონატსის“ რესტორნებმა მხოლოდ 1 დღით 1 დონატი 1 ლარად შესთავაზეს ჩვენს ერთგულ მომხმარებლებს. ამ აქციას მყისიერი რეაქცია მოჰყვა ჩვენი მომხმარებლების მხრიდან, რაც რესტორნებში მომხმარებლების ნაკადების მნიშვნელოვან ზრდაში გამოიხატა. ამით ჩვენთვის ნათელი გახდა, რომ ჩვენი პროდუქცია მისდამი სიყვარულის მიუხედავად ფასის ბარიერის გამო არ იყო ხელმისაწვდომი მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილისათვის. ჩვენი ამოცანაა ერთგულად ვემსახურებოდეთ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ნებისმიერ ფენას. ამიტომაც კომპანიის მენეჯმენტის გადაწყვეტილებით ამა წლის 15 ივნისიდან დონატის ფასი შემცირდება 1,20 ლარამდე. ეს არის ჩვენი ჯგუფის ბუნებრივი რეაქცია მომხმარებლის მოთხოვნაზე კომპანიის მაქსიმალური შესაძლებლობის ფარგლებში. გმადლობთ ყველას ერთგულებისთვის!“, - ნათქვამია სოსო ფხაკაძის განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)