|
2016-06-10 13:48:45, 1038 ნახვა
ეკონომიკა
საქართველო მთის საერთაშორისო სამიტში მონაწილეობას მიიღებს
საქართველო 2018 წელს საფრანგეთის კურორტ შამონიში დაგეგმილმთის საერთაშორისო სამიტში მიიღებს მონაწილეობას. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს დელეგაციამ სამიტზე მოწვევა ქალაქ შამონიში მესტიისა და შამონის თვითმმართველობებს შორის8 ივნისს გამართულ რიგით მეორე შეხვედრაზე შამონის მერისგან, ერიკ ფურნიესგან მიიღო. უწყების ინფორმაციით, საფრანგეთში, საქართველოს საელჩოს ორგანიზებით 8 ივნისს მესტიისა და შამონის თვითმართველობებს შორისრიგით მეორე შეხვედრა გაიმართა. შამონის მერთან ერიკ ფურნიესთანშეხვედრას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ დირექტორი ალექსანდრე ონოფრიშვილი და მესტიის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილიე ზაურ ჩართოლანი დაესწრნენ. ამავე შეხვედრაზე დაიგეგმა შამონის დელეგაციის ვიზიტი სვანეთში.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)