|
2016-06-10 12:47:14, 1029 ნახვა
ეკონომიკა
France 5 საქართველოს შესახებ დოკუმენტურ ფილმს იღებს
საფრანგეთის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტელეკომპანია მეხუთე არხი (France 5) საქართველოს შესახებ დოკუმენტურ ფილმს იღებს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, 52 წუთიანი ფილმი საქართველოს ტურისტულ და ისტორიულ-კულტურულ პოტენციალს მიეძღვნება. მათივე ინფორმაციით, ფრანგული დოკუმენტური სერიების „A Ciel Ouvert“ („ღია ცის ქვეშ“) შემოქმედებითი ჯგუფი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ეწვია. შემოქმედებითი ჯგუფის წევრებმა ფილმის გადაღებისთვის სამცხე-ჯავახეთი, იმერეთი, აჭარა, სამეგრელო, სვანეთი, შიდა ქართლი და კახეთი მოინახულეს. ფრანგული ტელეკომპანია მეხუთე არხის (France 5) ჯგუფის წევრებს თბილისში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე შეხვდა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)