|
2015-02-27 14:25:19, 1954 ნახვა
სამხედრო
საქართველოს შეიარაღებულ ძალებს 119 იუნკერი შეუერთდა
დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის 119 იუნკერი დღეიდან საქართველოს შეიარაღებულ ძალებს შეუერთდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საბაკალავრო სკოლის პირველი კურსის იუნკერების ფიცის დადების საზეიმო ცერემონიალი ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამწყობრო მოედანზე გაიმართა. ფიცის მიღებამდე იუნკერებმა და მიწვეულმა სტუმრებმა საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლებსა და სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს. ღონისძიებაზე ეროვნული გვარდიის სამხედრო საჩვენებელმა ორკესტრმა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შეასრულა. ფიცის მიღების ცერემონიალს საქართველოს თავდაცვის მინისტრი, მინდია ჯანელიძე, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე, დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორი, პოლკოვნიკი ირაკლი გეგეჭკორი და თავდაცვის უწყების სხვა ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ. თავდაცვის მინისტრმა იუნკერებს სიტყვით მიმართა, მათ წარმატებები უსურვა და მხარდაჭერა აღუთქვა. „ეს გახლავთ უმნიშვნელოვანესი დღე შეიარაღებული ძალებისთვის. ჩვენმა იუნკერებმა დადეს ფიცი და ჩადგნენ საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებში სრულფასოვნად. სამხედრო განათლება და ახალგაზრდა ოფიცრების გაზრდა ჩვენი შეიარაღებული ძალებისთვის არის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება. შესაბამისად, ჩვენ მომავალშიც დიდ ყურადღებას დავუთმობთ ეროვნულ თავდაცვის აკადემიას, აკადემიაში მიმდინარე პროცესებს, ახალგაზრდა ოფიცრების მომზადებისა და განათლების მიღების საკითხებს“, - განაცხადა მინდია ჯანელიძემ. გენერალური შტაბის უფროსმა, სიტყვით გამოსვლისას, მსმენელებს კარიერული წინსვლა უსურვა. ღონისძიების დასასრულს, აკადემიის მოძღვარმა, მამა თადეოზმა პირადი შემადგენლობა დალოცა. ფიცის მიღების ცერემონიალზე იუნკერების ოჯახის წევრები და ახლობლებიც იმყოფებოდნენ. თავდაცვის მინისტრი იუნკერების ოჯახის წევრებსაც გაესაუბრა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)