|
2016-06-09 19:02:49, 940 ნახვა
სამართალი
შსს-მ პაატა ბურჭულაძეს ოფისში მომხდარი ქურდობის ფაქტი გახსნა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარტია „პაატა ბურჭულაძე -სახელმწიფო ხალხისათვის“ ოფისში მომხდარი ქურდობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა, - ამის შესახებ შსს-ს განცხადებაშია აღნიშნული. გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებული, რომელიც პარტია „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისათვის“ სააგიტაციო სამუშაოებს ასრულებდა, თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე, პარტიის კუთვნილ ლეპტოპს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცავებმა ბრალდებული მომხდარიდან მეორე დღეს, თბილისში, ჯავახიშვილის ქუჩაზე დააკავეს. პოლიციამ მოპარული კომპიუტერი ნივთმტკიცებად ამოიღო. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)