|
2016-06-08 14:46:31, 1008 ნახვა
სამართალი
სოფელ ავლევთან შეიარაღებულმა პირებმა ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები დაამონტაჟეს
სოფელ ავლევის განაპირას, შეიარაღებულმა პირებმა ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები დაამონტაჟეს. აღნიშნული ფაქტი „ექსპრესნიუსს“ ქარელის გამგებელმა ზაზა გულიაშვილმა დაუდასტურა. მისი თქმით, ბანერების დამონტაჟება 6 ივნისს მოხდა. რაც შეეხება მოსახლეობის კუთვნილ ნაკვეთებს, რომლებიც ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების მიღმა მოხვდა, როგორც გამგებელმა აღნიშნა, ადგილობრივები ნაკვეთების დამუშავებას პოლიციის თანხლებით კვლავ შეძლებენ. "გუშინწინ ფორმიანმა პირებმა სოფელ ავლევის განაპირას საზღვრის აღმნიშვნელი ბანერი დაამონტაჟეს. უცნობია ვინ იყვნენ ეს ადამიანები, რადგან ისინი ახლოდან არავის დაუნახავს. რაც შეეხება მოსახლეობის კუთვნილ მიწის ნაკვეთებს - მოსახლება პოლიციის თანხლებით კვლავაც შეძლებს ნაკვეთების დამუშავებას, როგორც აქამდე ხდებოდა ეს", - განაცხადა ზაზა გულიაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)