19:58 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-08 09:39:46, 584 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის აღმასრულებელ მდივანს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) აღმასრულებელ მდივანს, კრისტიან ფრის ბახს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა ,,გარემო ევროპისთვის" მერვე მინისტერიალის ფარგლებში განსახილველ საკითხებზე ისაუბრეს, რომელიც ბათუმში იმართება.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის აღმასრულებელ მდივანს მადლობა გადაუხადა კონფერენციის ფარგლებში თანამშრომლობისა და იმ ძალისხმევისთვის, რომელსაც  ორგანიზაცია რეგიონის ქვეყნებში გარემოს გაუმჯობესების მიმართულებით იჩენს.

შეხვედრისას აღინიშნა, რომ UNECE-ის პროცესი - „გარემო ევროპისთვის" და მინისტრთა კონფერენციები ხელს უწყობს რეგიონის ქვეყნების თანამშრომლობას და მნიშვნელოვან გარემოსდაცვით საკითხებზე მსჯელობის, პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრის და კონკრეტული სამოქმედო გეგმის შემუშავების საშუალებას იძლევა.

მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ კონფერენცია მაღალ დონეზე, საინტერესოდ და ნაყოფიერად წარიმართება.

ბათუმის მინისტერიალში 56 ქვეყნის 600-მდე ოფიციალური დელეგატი მონაწილეობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ედიტე ესტრელა: საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა გაგრძელდა, ასამბლეის არცერთი სასწრაფო რეკომენდაცია არ განხორციელებულა
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსზე 120-ზე მეტმა მასწავლებელმა შეავსო განაცხადი - პროექტის მთავარი მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
ოცნების პარლამენტმა ფორმულას ჟურნალისტ ნინი ბალანჩივაძეს 6 თვით აკრედიტაცია შეუწყვიტა
როგორ შეცვალა ციფრულმა განვადებამ E-commerce გაყიდვები საქართველოში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics