|
2016-06-07 16:16:08, 1041 ნახვა
რეგიონი
არჩილ ხაბაძე გამოფენას „კლიმატის ცვლილებების პირისპირ" დაესწრო
ბათუმში, საზაფხულო თეატრში, შვედეთის გარემოს დაცვის დღეებისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიხსნა. ღონისძიებას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი, შვედეთის ელჩი საქართველოსა და სომხეთში მარტინა ქვიქი, ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი, მთავრობის და დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ. აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში საზაფხულო თეატრის ფოიეში მოეწყო გამოფენა თემაზე ,,კლიმატის ცვლილებების პირისპირ". შვედმა და ქართველმა კარიკატურისტებმა კლიმატის ცვლილების შესახებ ნამუშევრები წარმოადგინეს. „ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანი და სასიხარულო ფაქტია, რომ დღეს ბათუმში, ,,გარემო ევროპისათვის'' მინისტერიალის პარალელურად, შვედეთის გარემოს დაცვისადმი მიძღვნილ დღეებს ვესწრებით. მიხარია, რომ ბათუმი მასპინძლობს გამოფენას, რომელმაც მსოფლიოს 23 ქვეყანა მოიარა და შვედ მხატვარ-კარიკატურისტებთან ერთად მასში ქართველი ხელოვანებიც მონაწილეობენ. მსგავსი პროექტების განხორციელება დადებითი გამოცდილებაა გარემოს დაცვის მიზნით ცნობიერების ამაღლებისა და პოპულარიზაციის საქმეში. აჭარის რეგიონი გარემოს გაუმჯობესების მიზნით სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის მხარდაჭერით ჩართულია არაერთ მნიშვნელოვან პროექტში. ჩვენი მთავრობის პირობებში განსაკუთრებული ყურადრება დაეთმო აჭარის ბუნებრივი ეკოსისტემების მდგომარეობის განხილვას, კლიმატის მიმდინარე ცვლილებების მათზე ზემოქმედების დადგენას და უახლოეს ათწლეულებში კლიმატის მოსალოდნელი ცვლილებების სავარაუდო გავლენის შეფასებას. ამ მიზნით შემუშავებულია აჭარის კლიმატის ცვლილებების სტრატეგია, რომელიც უკვე იქცა მთავარ სახელმძღვანელოდ რეგიონში გარემოს დაცვის მიზნით პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების საქმეში“, -აღნიშნა არჩილ ხაბაძემ. სამდღიანი პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ვორქშოფები, სემინარები და აქტივობები ახალგაზრდებისთვის. ხვალ, 8 ივნისს ბათუმის სანდასუფთავების სამსახურთან ერთად მოეწყობა აქცია ,,დავასუფთაოთ საქართველო". 9 ივნისს კი შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინ მდებარე მოედანზე ამავე სახელწოდების ფლეშ მობი გაიმართება . საქართველოში შვედეთის გარემოს დაცვის დღეები შვედეთის საელჩოს, გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, ბათუმის მერიის, შვედური ინსტიტუტისა და შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის ორგანიზებით ხორციელდება.
სასამართლომ საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე დაუსწრებლად დაპატიმრება ძალაში დატოვა.
ფილფანი- გამოძიება უნდა დაიწყოს ირაკლი კობახიძის და ყველა იმ მაღალჩინოსანი პირის მიმართაც, რომელიც საქართველოს ადანაშაულებს
Volvo 365 – ერთი წელი ავტომობილის ფლობასთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
სეპარატისტული რეჟიმი: თურქეთში აფხაზური პასპორტების აღიარების საკითხზე დისკუსია მიმდინარეობს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)