19:58 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-07 14:04:16, 736 ნახვა

პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილი: საოცრება გავაკეთეთ, ქვეყანა შემოვაბრუნეთ - დიქტატურას გაფორმებაღა აკლდა

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, სახელისუფლებო გუნდმა 4-წლიანი მმართველობის  პერიოდში ქვეყანის შემობრუნება მოახერხa და ქვეყანას დიქტატურული მმართველობის რეჟიმი ააცილa.

როგორც ივანიშვილმა ტექნო პარკში ტელეკომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა, 4-წლიანი მმართველობის პერიოდში სახელისუფლებო გუნდმა კონსტიტუციური ცვლილებების განხორციელება ვერ მოახერხა, მაგრამ პრინციპულად, მმართველმა გუნდმა ძალიან ბევრ პრობლემას გაართვა თავი.

"რეალურად, საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელება ვერ მოხერხდა. სხვა ბევრი წვრილმანიც შეგვიძლია გავიხსენოთ, მაგრამ პრინციპულად ჩვენ მივიღეთ აბსოლუტურად განსხვავებული შედეგი და რეალობა, ჩვენ 4 წლის განმავლობაში საოცრება მოვახდინეთ. ძალიან ბევრ პრობლემას გავართვით კარგად თავი. ქვეყანა შემოვაბრუნეთ, დიქტატურას გაფორმებაღა აკლდა", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ედიტე ესტრელა: საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა გაგრძელდა, ასამბლეის არცერთი სასწრაფო რეკომენდაცია არ განხორციელებულა
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსზე 120-ზე მეტმა მასწავლებელმა შეავსო განაცხადი - პროექტის მთავარი მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
ოცნების პარლამენტმა ფორმულას ჟურნალისტ ნინი ბალანჩივაძეს 6 თვით აკრედიტაცია შეუწყვიტა
როგორ შეცვალა ციფრულმა განვადებამ E-commerce გაყიდვები საქართველოში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics