|
2015-02-27 10:27:35, 5799 ნახვა
Lifestyle
დასაქმების სააგენტომ სიახლეების პრეზენტაცია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში გამართა
აჭარის ა.რ. დასაქმების სააგენტომ პროფესიული გადამზადების მიზნობრივი პროგრამის პრეზენტაცია გუშინ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში გამართა. შეხვედრაზე აგრეთვე წარმოდგენილი იყო ახალი ვებ-გვერდის www.hrajara.gov.ge-ს დეტალური განხილვა. აჭარაში სამუშაო ძალაზე დამსაქმებელთა მოთხოვნის შესწავლის, დეფიციტური და მოთხოვნადი პროფესიების დადგენისა და კადრების მომზადება-გადამზადების სისტემის სრულყოფის მიზნით ,,შრომის ბაზრის კვლევა’’ ჩატარდა. აღნიშნულ კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, მომზადდა 2015 წლის მიზნობრივი პროგრამები: ,,სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ,,35 წლისა და ზევით ასაკის მოქალაქეების პროფესიული გადამზადება’’ ბიუჯეტი - 40 000 ლარი. 35 წლისა და ზევით ასაკის აჭარაში მცხოვრები 100 ბენეფიციარი სამთვიანი სასწავლო პროგრამით გადამზადდება შემდეგ სპეციალობებში: მზარეული, კონდიტერი, სარესტორნო საქმის მწარმოებელი, სასტუმრო საქმის მწარმოებელი, შემდუღებელი, ამწის ოპერატორი, მძიმე ტექნიკის ოპერატორი, მასაჟისტი. ,,ძალოვანი სტრუქტურის ვეტერანთა პროფესიული გადამზადება’’ ბიუჯეტი - 8 000 ლარი. ქვეპროგრამით ისარგებლებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მცხოვრები ძალოვანი სტრუქტურის 20 ვეტერანი. სამთვიანი სასწავლო პროგრამით გადამზადებიან შემდეგ სპეციალობებში: რკინა - ბეტონის სამუშაოთა მწარმოებელი (მეარმატურე, მეყალიბე, მებეტონე), შემდუღებელი, ამწის ოპერატორი, მძიმე ტექნიკის ოპერატორი. შეხვედრის ბოლოს სააგენტოს წარმომადგენლებმა დამსწრე საზოგადოებას, ახალი ვებ-გვერდის www.hrajara.gov.ge-ის შესახებ ესაუბრეს. აჭარაში მცხოვრებ ნებისმიერ მოქალაქეს www.hrajara.gov.ge-ზე შეუძლია: დარეგისტრირდეს სახლიდან გაუსვლელად, გაეცნოს არსებულ ვაკანსიებს, დამოუკიდებლად, გააკეთოს განაცხადი სასურველ პოზიციაზე. www.hrajara.gov.ge -ზე დამსაქმებელი უფასოდ განათავსებს ვაკანსიას და უმეკლეს დროში შეარჩევს სასურველ კანდიდატურას . შეხვედრას ხევაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლები და ადგილობრივი სამუშაოს მაძიებლები ესწრებოდნენ. დღეს კი, 15 საათზე დასაქმების სააგენტო პროგრამების პრეზენტაციას ქობულეთის გამგეობის შენობაში გამართავს. მარტის თვეში მსგავსი ღონისძიებები ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტებშიც იგეგმება.
ტრამპმა თანაშემწეებს განუცხადა, რომ მზად იყო ირანთან ომი ბირთვული შეთანხმების გარეშე დაესრულებინა
პენტაგონმა მოითხოვა, რომ ამერიკულმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა დააჩქაროს იარაღის წარმოება
აშშ-მ თურქეთს უკრაინისთვის 12 HIMARS-ის 2500 ჭურვით და 70 ATACMS-ის კასეტური საბრძოლო მასალის მიყიდვის ნებართვა მისცა
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)