11:33 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-06 14:41:53, 750 ნახვა

სამხედრო
ანა დოლიძე ევროპის თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის კურსის გახსნაზე სიტყვით გამოვიდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა დოლიძე ევროპის თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის (CSDP) საორიენტაციო კურსის გახსნაზე სიტყვით  გამოვიდა.

როგორც „ექსპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, ღონისძიება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ორგანიზებით და თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების თანამონაწილეობით იმართება.

უწყების ინფორმაციით, შეხვედრაში  ევროპის სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენელი საჯარო პირები მონაწილეობენ.

ევროპის თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის საორიენტაციო კურსის ფარგლებში განხილვის მთავარი თემა ევროკავშირის თავდაცვისა და უსაფრთხოების ერთიან სისტემაში საქართველოს მეტი ჩართულობაა.

„საქართველო აქტიურად მონაწილეობს ევროპის უსაფრთხოებისა და თავდაცვის არქიტექტურაში. ჩვენ ვმონაწილეობდით რამდენიმე მისიაში, მათ შორის, აფრიკაში - როგორც სამხედრო, ასევე სამოქალაქო პერსონალით. შესაბამისად, გვინდა, რომ საერთაშორისო უსაფრთხოების არა მხოლოდ მომხმარებლები, არამედ, უზრუნველმყოფებიც ვიყოთ. ევროპის უსაფრთხოების პოლიტიკის ფარგლებში კონფერენციას უკვე მეორედ ვმასპინძლობთ. ეს იქნება საორიენტაციო კურსი, რომელზეც განიხილება მსოფლიოში არსებული ძირითადი პრობლემები. დღეს მსოფლიო  პრობლემები არ არის მხოლოდ ერთ სახელმწიფოში მოქცეული. ევროკავშირის მიღმა ბევრ სახელმწიფოს ეხება ტერორიზმი,  ლტოლვილების თემა, სხვადასხვა კრიზისული გამოწვევები. ვიმედოვნებთ, რომ ამგვარი კურსებითა და სწავლებებით ჩვენი საჯარო მოხელეები თანხვედრაში იქნებიან  ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ საჯარო მოხელეებთან“,- აღნიშნა ანა დოლიძემ.

თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის (CSDP) საორიენტაციო კურსი  10 ივნისს დასრულდება.

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოდან უცხო ქვეყნის 74 მოქალაქე გააძევეს
საუდის არაბეთმა ირანის წინააღმდეგ საიდუმლო საჰაერო დარტყმების სერია დაიწყო
იტალიის სასამართლომ ქორწინებაში მყოფი ორი მამის უფლებები აღიარა
საქართველო ტრადიციულად ევროვიზია 2026-ის ფინალში ვერ მოხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics