16:36 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-03 18:36:41, 690 ნახვა

პოლიტიკა
თამარ სანიკიძე: ჩემი თანამდებობიდან გათავისუფლება ლოგიკური გადაწყვეტილებაა

განათლების უკვე ყოფილი მინისტრის თამარ სანიკიძის განცხადებით, მისი თანამდებობიდან გათავისუფლება ლოგიკური გადაწყვეტილებაა. 

როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე სანიკიძემ აღნიშნა, განათლების სისტემაში განხორციელებული რეფორმების გატარებიდან 4 წელი იწურება და ახლა მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი შეფასდეს, დაიგეგმოს ახალი მიმართულებები.

„ვფიქრობ,  გონივრული გადაწყვეტილება იყო. გვაქვს მიზანი, გადავაბაროთ განხორციელებული პაკეტები ახალ მინისტრს და მასთან ერთად მოხდეს სისტემის სწორედ დანახვა.ნებისმიერი ახალი მინისტრი ახალი რეფორმით და მიდგომით, იყო მხოლოდ სისტემის დამაზიანებელი. ჩვენ ამ საკითხზე ვისაუბრეთ,  რომ სისტემა არ უნდა დაზიანდეს. მიმდინარე პროგრამები გაგრძელდება ჩვეულებრივ და რადიკალური გადაწყვეტილებები არ იქნება", - განაცხადა თამარ სანიკიძემ.
ამასთან, სანიკიძის თქმით, სამომავლო გეგმებზე მას შემდეგ ისაუბრებს, რაც უფლებამოვალეობებს ახალ მინისტრს სრულად გადააბარებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გენერალური პროკურორი: ექიმ ჩახუნაშვილს არჩევანი აქვს: აღიაროს დანაშაული და მოინანიოს
35 წლის ნინო მუჯირი პირველ სამშობიარო სახლში გარდაიცვალა, ოჯახი პერსონალის დასჯას ითხოვს
პესკოვი: ჯერ კიდევ გაურკვეველია, თუ რას უხელმძღვანელებს ცხინვალის „ყოფილი ლიდერი“
მარიამ მეყანწიშვილი - არცერთმა არ აღაირა ის, რაც არ ჩაუდენიათ, თქვენთვის ვიბრძოლებ გარედან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics