|
2016-06-03 17:38:01, 1230 ნახვა
ეკონომიკა
ვისმინო - ხელოვნების და ღვინის ჰარმონია ბოთლში
3 ივნისს, 20:00 საათზე სასტუმროში „რუმსი“ ახალი კონცეპტუალური ღვინის ბრენდის ვისმინოს პრეზენტაცია გაიმართება. მრავალი ისტორიული ფაქტის და სამეცნიერო კვლევის შემდეგ, მიღებული ინფორმაციით, ქართული ტრადიციული სიმღერის და საგალობლების ანალიზის შედეგად, დადგინდა, რომ ღვინის და ვაზის მოვლის პროცესში საქართველოში მუსიკას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა. სწორედ ეს ტრადიცია გახდა , ახალი კონცეფიციის საფუძველი , რაც გულისხმობს , რომ ვისმინოს ეტიკეტების დამზადებისას, გამოყენებული იქნება საგანგებო ელექტრონული აპარატურა რომელიც მუსიკალური ნოტებისგან აკონვერტირებს აბსტრაქტულ ნახატებს. ვისმინოს ეტიკეტი დამზადებული იქნება კლასიკური მუსიკოსების, რახმანინოვის, მოცარტის, ბეჰოვენის და შოპენის მუსიკის გამიყენებით. მუსიკა, განსაკუთრებით ფრთხილად, ღვინის „ ხასიათის „ მიხედვით ცნობილ ენოლოგებთან ერთად შეირჩა. მუსიკალური ფონი იქნება კახეთის იმ ვენახებში ფონად ჩართული, სადაც მოდის ვაზი, რომლისგანაც ღვინო ვისმინო იწურება. ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს, შესაძლებლობა ექნებათ თავად მიიღონ მონაწილოება მუსიკალური ეტიკეტის შექმნის პროცესში . GWS-ის ახალი ღვინის კონცეფციის შექმნაზე , კომპანიამ „ვინდფორსი „ კომპოზიტორ ნიკოლოზ მაჩაიძესთან ერთად იმუშავა.
(R)
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? - გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში
კვლევა: სახელისუფლებო გზავნილების მხარდასაჭერად AI პროფილების ქსელი აქტიურად მუშაობს
მინისტრი: თურქეთი საკუთარი ბირთვული ტექნოლოგიების განვითარებას გეგმავს
გერმანიის ახალი ელჩი - არსებული დაძაბულობა ამძიმებს გერმანიისა და ევროკავშირის ურთიერთობას საქართველოსთან
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)