19:50 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-02 16:12:31, 1267 ნახვა

მსოფლიო
ოფიციალური ანკარა ბერლინს პასუხობს: ეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას მკვეთრად გააუარესებს

გერმანიის მიერ სომეხთა გენოციდის აღიარება, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას მკვეთრად გააუარესებს. ასე უპასუხეს ოფიციალურ ანკარაში გერმანიის პარლამენტის - ბუნდესტაგის მიერ მიღებულ გადაწყეტილებას. 

შეგახსენებთ, რომ დღეს, გერმანიის ბუნდესტაგის ყველა დეპუტატმა, ორის გამოკლებით (ერთმა წინააღმდეგ მისცა ხმა, ერთმა კი, თავი შეიკავა) დაუჭირა მხარი დოკუმენტს, რომელშიც, 1915 წლის მოვლენები ოსმალეთის იმპერიის მიერ სომეხი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილ გენოციდად არის მოხსენიებული.

კენჭისყრას არ ესწრებოდნენ გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, საგარეო უწყების პირველი პირი ფრანკ ვალტერ-შტაინმაიერი და ვიცე-კანცლერი ზიგმარ გაბრიელი.

კენჭისყრის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე, თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ბინალი ილდირიმმა აღნიშნულ კენჭისყრას ანკარასა და ბერლინს შორის "მეგობრობის ტესტი" უწოდა.

31 მაისს აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა თურქეთის პრეზიდენტმაც. რეჯეპ ტაიპ ერდოღანი დაემუქრა ბერლინს, რომ თუკი ის აღიარებდა გენოციდს, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა მკვეთრად გაუარესდებოდა.

სომხების გენოციდი უკვე აღიარებული აქვს მსოფლიოს არაერთ ქვეყანას, მათ შორის, რუსეთს, საფრანგეთს, საბერძნეთს, შვეიცარიას.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მართვის მოწმობის არაგეგმური, 250 ლარიანი გამოცდა მხოლოდ შაბათობით ჩატარდება
ბერეკაშვილი: ეს იყო არა ფასების დაკლების, არამედ ფასების შემსწავლელი კომისია
დაბომბვის შემდეგ პირველად ისტორიაში, სერბეთმა ნატოსთან ერთად პირველი სამხედრო წვრთნა დაიწყო
საფრანგეთში, ნოროვირუსის აფეთქების გამო, კარანტინში მოათავსეს 1700 ადამიანის გადამყვანი საკრუიზო გემი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics