19:26 - 10 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-02 15:02:09, 1082 ნახვა

რეგიონი
ხელვაჩაურში 5 საბავშვო ბაღი შენდება

აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ ხელვაჩაურის მინიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მოინახულა.

აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ხელვაჩაურის  კულტურის ცენტრის შენობის რეაბილიტაცია რამდენიმე კვირის წინ დაიწყო და წლის ბოლომდე დასრულდება.  ამჟამად მიმდინარეობს შენობაზე ძველი სახურავის დემონტაჟი და  მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავება.

კულტურის ცენტრის მონახულების შემდეგ არჩილ ხაბაძე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელთან ერთად ახალსოფლის ბაღში ჩატარებულ სამუშაოებს გაეცნო. ბაღის ახალაშენებული ორსართულიანი კაპიტალური შენობა უზრუნველყოფილია   ცენტრალური გათბობით, ელექტროენერგითა და წყალმომარაგებით. სოფლის სკოლასთან ახლომდებარე ბაღი მოსახლეობის თხოვნით აშენდა. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების ასაშენებლად მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 693 920 ლარი გაიხარჯა. ბაღი 180 ბავშვზეა გათვლილი და ადაპტირებულია შ.შ.მ პირებისთვის.    სამუშაოები დასრულებულია და მიმდინარეობს ინვენტარიზაცია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად.

აღსანიშნავია, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში 2012 წლამდე სულ  9 ბაღი ფუნქციონირებდა.  3 წლის მანძილზე მუნიციპალიტეტში დამატებით 5 საბავშვო ბაღი აშენდა და  4  ბაღს  ჩაუტარდა რეაბილიტაცია.

„აჭარაში 2013-24-15- წლებში აშენდა 35 საბავშვო ბაღი, რეაბილიტაცია ჩაუტარდა 52 ბაღს,მიმდინარეობს 17 ბაღის მშენებლობა და 8 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია. რაც შეეხება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტს, ამჟამად საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს  ოთხ სოფელში : ფერიაში, მახინჯაურში, კირნათში და ქედქედში", - განაცხადა არჩილ ხაბაძემ.









ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სასამართლომ საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე დაუსწრებლად დაპატიმრება ძალაში დატოვა.
ფილფანი- გამოძიება უნდა დაიწყოს ირაკლი კობახიძის და ყველა იმ მაღალჩინოსანი პირის მიმართაც, რომელიც საქართველოს ადანაშაულებს
Volvo 365 – ერთი წელი ავტომობილის ფლობასთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
სეპარატისტული რეჟიმი: თურქეთში აფხაზური პასპორტების აღიარების საკითხზე დისკუსია მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics