19:26 - 10 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-01 15:31:03, 1020 ნახვა

რეგიონი
გიორგი მარგველაშვილმა და ანდრეი კისკამ ბათუმის ინკლუზიური ცენტრი მოინახულეს

სლოვაკეთის და საქართველოს პრეზიდენტებმა ბათუმის ინკლუზიური სწავლების ცენტრი მოინახულეს.

ცენტრი 26-ე საჯარო სკოლის შენობაში   ფუნქციონირებს. სკოლის სახელოსნოებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ჯგუფებისათვის სხვადასხვა სახელოვნებო პროფესიის შესწავლა განახლებული მეთოდებით ხდება. ინტეგრირებულ და დამოუკიდებელ კლასებში 47 შშმ მოზარდი სწავლობს.  სადაც ხორციელდება აკადემიური უნარების განვითარება და შესაბამისი ხელობის სწავლება. მოქმედებს თიხის დამუშავების საამქრო, სადაც ბავშვები სწავლობენ თიხის დამუშავების ტექნოლოგიას და გაფორმებას, ასევე, კვილინგზე და ბატიკაზე მუშაობას.

ანდრეი კისკა და გიორგი მარგველაშვილი ცენტრში არსებულ პირობებს გაეცნენ და ბავშვთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მათ მიერ შესრულებული ნამუშევრების გამოფენა დაათვალიერეს.

ინკლუზიური ცენტრი აჭარის მთავრობის მხარდაჭერით განათლების სამინისტრომ 2015 წლის მიზნობრივი პროგრამის „საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების" ფარგლებში განახორციელა. სამუშაოების ღირებულებამ 150 095 ლარი შეადგინა.  აღსანიშნავია, რომ  ცენტრის ბენეფიციარებს ემსახურება ადაპტირებული ავტობუსი.

მსგავს პროგრამას აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო გასულ წლებშიც აფინანსებდა. დაწყებულია მაღალმთიან აჭარაში მცხოვრები შშმ ბავშვების სოციალური ადაპტაციის პროგრამაც, რომელშიც მუნიციპალიტეტების მიხედვით ჩართულია ათეულობით სპეცმასწავლებელი.









ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სასამართლომ საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე დაუსწრებლად დაპატიმრება ძალაში დატოვა.
ფილფანი- გამოძიება უნდა დაიწყოს ირაკლი კობახიძის და ყველა იმ მაღალჩინოსანი პირის მიმართაც, რომელიც საქართველოს ადანაშაულებს
Volvo 365 – ერთი წელი ავტომობილის ფლობასთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
სეპარატისტული რეჟიმი: თურქეთში აფხაზური პასპორტების აღიარების საკითხზე დისკუსია მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics