|
2016-05-31 14:52:28, 1106 ნახვა
ეკონომიკა
კეპულაძე: ასეთი ზრდის ტემპით, საშუალო ევროპული ქვეყნის მაჩვენებელს შეიძლება 50 წელშიც ვერ დავეწიოთ
საქართველოს სჭრიდება სწრაფი ეკონომიკური ზრდა, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ პროგნოზი კიდევ უფრო ნაკლები იყო არსებულ მაჩვენებელზე, 4.3% იმედის მომცემია , - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია "საზოგადოება და ბანკების" თამჯდომარემ, გიორგი კეპულაძემ საქსტატის მონაცემების შეფასებისას "ექსპრესნიუსს" განუცხადა. მისივე განმარტებით, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული მონაცემები უფრო სწრაფად იზრდებოდეს. "ამჟამინდელი მონაცემების თანახმად პროდუქტის ზრდის ტემპი არ არის სასაკმარისი ჩვენი ქვეყნისთვის. საქართველოში ეს მაჩვენებელი არა 4 და 5%-ს, არამედ 7-9% მაინც უნდა შეადგენდეს. ამ ზრდის ტემპით, საშუალო ევროპული ქვეყნის მაჩვენებელს შეიძლება 50 წელშიც ვერ დავეწიოთ", - განაცხადა კაპულაძემ. როგორც კეპულაძემ "ექსპრესნიუსს" განუცხადა, იმპორტის მაჩვენებელი C ჰეპატიტის სამკურნალო პრეპარატების ხარჯზეა გაზრდილი, თუმცა მისივე განმარტებით წმინდა იმპორტი შედარებით შემცირებულია. "იმპორტი წელს უფრო მეტად შემცირდა ვიდრე ექსპორტი, რადგან ექსპორტი კიდევ უფრო ადრე შემცირდა. სწორედ ამან გამოიწვია სავაჭრო ბალანსის გაუმჯობესება და დღეს სავაჭრო ბალანსი უკეთესი გვაქვს ვიდრე გვქონდა წინა წლის განმავლობაში. მათ შორის ამან ლარის კურსის გამყარებაც გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ იმპორტის შემცირება კარგი არ არის. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ნაკლებს შევიძენთ უცხოურ პროდუქციას, ნაკლების შეძენის საშუალება გვაქვს და ამიტომ მცირდება იმპორტი. სასურველია, რომ ქვეყნიდან ექსპორტი გაიზარდოს. ამას მოჰყვება ქვეყანაში სავალუტო შემოდინება. თუ იმპორტის ზრდა მოხდება პარალელურად და ეს არ დაარტყავს სავაჭრო ბალანსს ეს არ იქნება საგანგაშო" - განაცხადა კეპულაძემ. შეგახსენებთ, რომ წინასწარი შეფასებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, აპრილში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 4,3 პროცენტი შეადგინა.
მინისტრი: თურქეთი საკუთარი ბირთვული ტექნოლოგიების განვითარებას გეგმავს
გერმანიის ახალი ელჩი - არსებული დაძაბულობა ამძიმებს გერმანიისა და ევროკავშირის ურთიერთობას საქართველოსთან
პოლიციამ თბილისში „გლოვოს“ კურიერის ცემის ბრალდებით კიდევ ორი არასრულწლოვანი დააკავა
აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან 34 წელი გავიდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)