19:26 - 10 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-30 14:41:39, 1171 ნახვა

რეგიონი
სამტრედია-გრიგოლეთის მე-3 მონაკვეთის მშენებლობა იწყება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი სამტრედია-გრიგოლეთის მე-3 მონაკვეთის მშენებლობას იწყებს.

სამინისტროს ინფორმაციით, სამტრედია–გრიგოლეთის 52 კმ-იანი გზის ჩქაროსნულ მაგისტრალად მოდერნიზების პროექტი  4 ეტაპად (ლოტად) ხორციელდება. პროექტის მიზანი  მზარდი სატრანსპორტო ნაკადებისა და სატრანზიტო ტვირთების უსაფრთხო გადაადგილების  უზრუნველყოფაა.

სამტრედია-გრიგოლეთის მე-3 მონაკვეთის მშენებლობისთვის ტექნიკური წინადადებების მიღება დაიწყო და სამშენებლო სამუშაოები ტენდერში გამარჯვებული კომპანიის გამოვლენისთანავე დაიწყება.

აღნიშნული მონაკვეთი ქალაქ ლანჩხუთთან იწყება  და  სოფელ ნიგვზიანსა და ხაჯალიამდე მიდის. სამტრედია-გრიგოლეთის მე-3 მონაკვეთზე აშენდება:  12 კილომეტრი სიგრძის 4 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზა,  3 ხიდი, 2 სატრანსპორტო კვანძი, 9 მიწისქვეშა და მიწისზედა გასასვლელი.

აღნიშნული მონაკვეთი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მნიშვნელოვან დასახლებულ უბნებს კვეთს და სოფლებზე გვიმბალაური, ქვემო ჩიბათი, ლესა, ჯურუყვეთი, ნიგვზიანი და ხაჯალია გაივლის.

პროექტი, ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) დაფინანსებით, მიმდინარე წელს დაიწყება და მისი დასრულება 2018 წლისთვის იგეგმება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სასამართლომ საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე დაუსწრებლად დაპატიმრება ძალაში დატოვა.
ფილფანი- გამოძიება უნდა დაიწყოს ირაკლი კობახიძის და ყველა იმ მაღალჩინოსანი პირის მიმართაც, რომელიც საქართველოს ადანაშაულებს
Volvo 365 – ერთი წელი ავტომობილის ფლობასთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
სეპარატისტული რეჟიმი: თურქეთში აფხაზური პასპორტების აღიარების საკითხზე დისკუსია მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics