|
2016-05-30 13:39:00, 1188 ნახვა
ეკონომიკა
ბათუმში ჰიპერმარკეტი "გორგია" გაიხსნა
ბათუმში, სოხუმის #10-ში, ყველაზე იაფი სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტი "გორგია" გაიხსნა. ჰიპერმარკეტი საზეიმოდ გახსნეს ბათუმის მერმა გიორგი ერმაკოვმა და გორგიას დამფუძნებელმა გია გორგოშაძემ. ცერემონიალს ჰიპერმარკეტი "გორგია" მენეჯმენტთან ერთად, ბათუმის მერიისა და საკრებულოს, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები, ასევე კომპანიის პარტნიორები (თურქეთიდან იტალიიდან,გერმანიიდან, ჩეხეთიდან და მსოფლოს სხვადასხვა ქვეყნებიდან) დაესწრნენ. ჰიპერმარკეტი გორგია განთავსებულია 3000 კვადრატულ მეტრზე და მომხმარებელს საშუალება ექნება შეიძინოს 25 000- მდე დასახელების პროდუქცია. „ჰიპერმარკეტის გახსნა ბათუმში სამშენებლო და სარემონტო მასალებზე გაზრდილმა მოთხოვნამ განაპირობა. ჰიპერმარკეტში ასეულობით ახალი მიმართულება შევიტანეთ, რათა მომხმარებლისთვის მშენებლობა და რემონტი მაქსიმალურ კომფორტად ქცეულიყო. ჩვენ ერთ სივრცეში მოვაქციეთ ყველაფერი, რის შესაძენადაც მომხმარებელს სხვადასხვა მაღაზიებში და ბაზრობებზე სიარული უწევდა. ახალ ჰიპერმარკეტს სპეციალური საფასო პოლიტიკა აქვს და ჩვენ ასეულობით სამშენებლო და სარემონტო პროდუქტს საქართველოში ყველაზე დაბალ ფასად ვყიდით. ჰიპერმარკეტის ახალ კონცეფციაზე მუშაობა ექვსი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და მისი განახლებისთვის მილიონ ლარამდე ინვესტიცია განხორციელდა. ჰიპერმარკეტის მაღალი სტანდარტების შესაბამისად მოწყობაზე, სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული უცხოელი სპეციალისტები მონაწილეობდნენ“, - აცხადებებ „გორგიაში“.
(R)
მინისტრი: თურქეთი საკუთარი ბირთვული ტექნოლოგიების განვითარებას გეგმავს
გერმანიის ახალი ელჩი - არსებული დაძაბულობა ამძიმებს გერმანიისა და ევროკავშირის ურთიერთობას საქართველოსთან
პოლიციამ თბილისში „გლოვოს“ კურიერის ცემის ბრალდებით კიდევ ორი არასრულწლოვანი დააკავა
აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან 34 წელი გავიდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)