20:43 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-28 14:11:04, 1306 ნახვა

მსოფლიო
BBC: სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ 100-ზე მეტი მებრძოლი ლიკვიდირებულია

სირიაში, „ისლამური სახელმწიფოს“ 100-ზე მეტი მებრძოლი ლიკვიდირებულია, - ამის შესახებ BBC თურქულ ძალოვან სტრუქტურებზე დაყრდნობით იუწყება.

როგორც მედია საშუალება წერს, თურქეთმა ექსტრემისტების წინააღმდეგ საარტილერიო ცეცხლი გახსნა, რასაც აშშ-ის კოალიციის საჰაერო თავდასხმა მოჰყვა. 

მედიის ინფორმაციით, „დაეშის“ მებრძოლებმა თურქეთის ტერიტორიის მიმართულებით რაკეტები გაუშვეს, რის შედეგადაც 5 ადამიანი მძიმედ დაშავდა. კოალიციის წევრებმა სპეცოპერაციის ფარგლებში ექსტრემისტების 7 შტაბ-ბინაც გაანადგურეს.

ამასთან, თურქეთის შეიარაღებული ძალები არ აკონკრეტებენ, თუ როგორ შეძლეს „ისლამური სახელმწიფოს“ ლიკვიდირებული მებრძოლების რაოდენობის დადგენა. 

ცნობისთვის, 2 დღის წინ "ისლამურმა სახელმწიფომ" სირიასა და თურქეთის საზღვრებთან მდებარე დასახლებული პუნქტების კონტროლი დაიწყო. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
TV Imedi: ევროპარლამენტმა 1 წლით საქმიანობა აგვიკრძალა
მოსკოვსა და ცხინვალს შორის „მოკავშირეთა თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ“ შეთანხმება რატიფიცირებულია
14 მაისიდან 30 ივნისის ჩათვლით ხაჯალია–სუფსის მონაკვეთზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება
მართვის მოწმობის არაგეგმური, 250 ლარიანი გამოცდა მხოლოდ შაბათობით ჩატარდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics