|
2016-05-24 13:42:55, 1159 ნახვა
რეგიონი
ციხისძირში უნიკალური ჯიშის ხეების ბაღი გაშენდა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელთან სულხან ევგენიძესთან ერთად, ციხისძირში ახალი პარკის მიმდინარე სამუშაოები მოინახულა. აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ციხისძირში უნიკალური ჯიშის ხეების ბაღის გაშენება საკურორტო სეზონის დაწყებამდე დასრულდება. ასოციაცია "ატუ"-ს დაკვეთით საქართველოში შემოტანილ იქნა 150-ზე მეტი სხვადასხვა ჯიშის ხე, რომელთა უდიდესი ნაწილი უკვე დარგულია ქობულეთის რაიონის სოფელი ციხისძირის ზღვის სანაპიროს მიმდებარე ტერიტორიაზე. დღეისთვის უკვე დარგულ იშვიათი ჯიშის ხეებს შორის არის 16 ლირიოდენდრონი(ტიტას ხე), 9 სექვოია, 10 მეტასექვოია, 9 მარადმწვანე მუხა, 8 ოქროსფერი კვიპაროსი, 4 ჰიმალური კედარი და ა.შ. უნიკალური ხეების გარდა, ასოციაცია "ატუ"-ს ინიციატივით სოფელ ციხისძირში მიმდინარეობს წყალგაყვანილობის, გზის დაგებისა და გარე განათების სამუშაოები. სამუშაოების დასრულების შემდეგ, ატუს საჩუქარი გადავა ადგილობრივი მუნიციპალიტეტის განკარგულებაში. 2016 წლის საკურორტო სეზონზე ციხისძირს უკვე ექნება 4000 კვ.მ ფართობზე გაშენებული კეთილმოწყობილი ბაღი ზღვის პირას, გამართული წყალგაყვანილობა, მოასფალტებული და განათებული შიდა გზა, რაც ერთობლიობაში ხელს შეუწყობს სოფლის განვითარებას და დამატებითი ინვესტიციების მოზიდვას. "როცა ამ ტერიტორიიდან ხის გადარგვა ხდებოდა, არაერთხელ განვაცხადე, რომ ამ ოპერაციის შემსრულებელი კომპანია, მიმდებარე ტერიტორიაზე მოაწყობდა რეკრეაციულ ზონას ბათუმელებისა და ტურისტებისათვის. ასევე აქ მაცხოვრებლებისთვის იქნებოდა გაყვანილი გზა, წყალი და განათება. ჩვენ ახლა ამ პროცესს ვესწრებით. წყლის გაყვანის სამუშაოები დასასრულს უახლოვდება. განათება უკვე მოწყობილია, სულ მალე ასფალტიც დაიგება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს სკვერის მოწყობა. ჩვენ ერთი ხის ნაცვლად, რომელშიც თანხა გადავახდევინეთ კომპანიას და საზოგადოებრივი დანიშნულების დენდროლოგიურ პარკში გადაირდო, მივიღეთ ახალი ინვესტიცია, რომელიც განხორციელდა ჩვენს რეგიონში", - განაცხადა არჩილ ხაბაძემ. ასოციაცია "ატუ"-ს ინიციატივას ტექნიკურად უზრუნველყოფს საინჟინრო-სამშენებლო კომპანია "ზიმო", რომელმაც პროექტის განხორციელებისას დაასაქმა ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლები, რითაც დამატებითი შემოსავალი გაუჩინა მათ ოჯახებს.
ლიკლიკაძე - მძიმე წარსულზე ლაპარაკისას, ადამიანს შეიძლება ცდომილება მოუვიდეს
ბოლო ერთი თვის განმავლობაში, საარსებო შემწეობა კიდევ 7 235 საქართველოს მოქალაქეს შეუწყდა
ყაზახეთი განიხილავს ნავთობის ექსპორტის დამატებით მარშრუტებს, მათ შორის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანს
თურქეთის პარლამენტის წევრებმა ანკარას მოუწოდეს, აღიაროს აფხაზური პასპორტები
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)