|
2016-05-24 13:33:47, 976 ნახვა
ეკონომიკა
ნოდარ ხადური საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეგიონულ კონფერენციაში მონაწილეობს
ყაზახეთის რესპუბლიკაში, ასტანაში მუშაობა დაიწყო საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეგიონულმა კონფერენციამ, რომელშიც საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური მონაწილეობს. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, კონფერენცია ასტანის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში მიმდინარეობს და განიხილება მაკროეკონომიკური და სტრუქტურული პოლიტიკის პრობლემური საკითხები. კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდნენ ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი კარიმ მასიმოვი და საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორ-განმკარგულებელი კრისტინ ლაგარდი. კონფერენციის მსვლელობისას, დაგეგმილია საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის ორმხრივი და მრავალმხრივი შეხვედრები ყაზახეთის, სომხეთისა და ყირგიზეთის ფინანსთა მინისტრებთან, ასევე, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ცენტრალური და ახლო აღმოსავლეთის დეპარტამენტის დირექტორთან, მასუდ აჰმედთან. დღესვე, კონფერენციაზე დაგეგმილია ფინანსთა მინისტრის სიტყვით გამოსვლა. ნოდარ ხადური ისაუბრებს მთავრობის მიერ დაგეგმილ რეფორმებზე, თავისუფალი ვაჭრობისა და რეგიონის ქვეყნებთან თანამშრომლობის პერსპექტივაზე.
მინისტრი: თურქეთი საკუთარი ბირთვული ტექნოლოგიების განვითარებას გეგმავს
გერმანიის ახალი ელჩი - არსებული დაძაბულობა ამძიმებს გერმანიისა და ევროკავშირის ურთიერთობას საქართველოსთან
პოლიციამ თბილისში „გლოვოს“ კურიერის ცემის ბრალდებით კიდევ ორი არასრულწლოვანი დააკავა
აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან 34 წელი გავიდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)