03:39 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-24 11:02:31, 770 ნახვა

პოლიტიკა
"ყველა ქვეყნის მხრიდან პროცესისადმი მხარდაჭერა დადასტურდა“, - დღეს ევროკავშირის საბჭო საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხს განიხილავს

საქართველოს ვიზელიბერალიზაციის საკითხს ევროკავშირის საბჭო დღეს განიხილავს, ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ   განაცხადა.

მისივე თქმით, ბრიუსელში  "აღმოსავლეთ პარტნიორობისა" და ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალზე ყველა ქვეყანამ საქართველოს ლიბერალიზაციის პროცესისადმი მხარადჭერა დაადასტურა. 

"ყველა ქვეყნის მხრიდან დადასტურდა საქართველოს ვიზალიბერალზიაციის პროცესისადმი მხარდაჭერა. აბსოლუტურად ყველა ერთხმად ადასტურებდა, რომ საქართველომ თავისი ვალდებულება შეასრულა და ახლა ჯერი ევროკავშირზეა, რომელმაც  ეს გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. ხვალ ეს გადაწყვეტილება საბჭოში განიხილება და პროცესი ძალიან წარმატებულად მიმდინარეობს", - განაცხადა გუშინ ჯანელიძემ.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა  მოუწოდა ჟურნალისტებს, მოვლენებს წინ არ გაუსწრონ.

"ნუ გავუსწრებთ მოვლენებს წინ. პროცესი მიდის წარმატებით. ვიცით, რომ საქართველო ხვალინდელი შეხვედრის დღის წესრიგშია. დაველოდოთ 24 მაისის განხილვას", - აღნიშნა მინისტრმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics