|
2016-05-23 19:05:35, 916 ნახვა
სამართალი
პრობაციის სისტემაში დროებითი რეგისტრაციისა და ვიდეოპაემნის გადასახადები გაუქმდა
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის გადაწყვეტილებით, პრობაციის სისტემაში სხვადასხვა სერვისებზე გადასახადები გაუქმდა. ამის შესახებ რუსთავში თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილი ქვემო ქართლის პრობაციის ბიუროს ახალი კონცეფციის ოფისის გახსნაზე მინისტრმა კახა კახიშვილმა განაცხადა. ახალი კონცეფციის ოფისებში მოქალაქეებს სხვადასხვა სერვისის უფასოდ მიღების შესაძლებლობა ექნებათ. მინისტრის განცხადებით, გაუქმდა ორი გადასახადი: დროებითი რეგისტრაციისა და ვიდეოპაემნის სერვისის საფასური. „თუ მსჯავრდებულთან შესახვედრად ოჯახის წევრს დაწესებულებაში გამგზავრების საშუალება არ აქვს, შესაძლებლობა ექნება ამ ოფისიდან საქართველოს ტერიტორიაზე ნებისმიერ დაწესებულებას დაუკავშირდეს და 15 წუთის განმავლობაში არა მარტო უფასოდ გაესაუბროს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფ ოჯახის წევრს, არამედ მისი გამოსახულებაც დანახოს, “ - განაცხადა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა. ახალი კონცეფციის პრობაციის ბიუროები ეტაპობრივად ყველა რეგიონში გაიხსნება.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)