|
2016-05-22 10:38:08, 937 ნახვა
სამართალი
შსს-ს აკადემიაში ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა
შსს-ს აკადემიაში, პროექტის - „აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პოლიციის სფეროში თანამშრომლობა“ ფარგლებში, ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელშიც შსს-ს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლები და ლიტველი ექსპერტები მონაწილეობდნენ. შსს-ს ინფორმაციით, შეხვედრაზე ნარკოტიკებით ვაჭრობის ახალი მეთოდები, ნარკოდანაშაულის გამოძიების ტექნიკა, ნარკოკონტროლის ეროვნული სისტემა (სამართლებრივი აქტები, ინსტიტუტები, პასუხისმგებლობა) და ნარკოტიკების კონტროლირებადი მიწოდების საკითხი განიხილეს. პროექტის მიზანი ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაა, რაც გამოცდილების გაზიარებას, სამართლდაცვით სფეროში სტანდარტიზაციასა და ჰარმონიზაციას ითვალისწინებს.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)