17:47 - 10 Aug, 2026
|
2015-02-25 09:51:20, 1502 ნახვა
ეკონომიკა
კალაძე: ვაღიარებთ, სავიზო რეჟიმის გამკაცრებამ პრობლემები შექმნა
“ვაღიარებთ, სავიზო რეჟიმის გამკაცრებამ გარკვეული პრობლემები შექმნა”, - ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „არჩევნში“ განაცხადა. მისი თქმით, სავიზო რეჟიმთან დაკავშირებით ცვლილებები ევროკავშირის მოთხოვნა იყო. "რაც შეეხება ვიზებს, ეს იყო ევროკავშირის მოთხოვნა, რომ გარკვეული ცვლილებები, რეფორმები განგვეხორციელებინა ამ მიმართულებით და ჩვენ შესაბამისად, ეს ყველაფერი გავაკეთეთ, თუმცა აღმოჩნდა, რომ პრაქტიკაში მან გარკვეული პრობლემები მოუტანა ქვეყანას. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ინვესტიციების, ტურისტების შემოდინების მიმართულებით გარკვეული პრობლემები ნამდვილად შექმნა, ამას ვაღიარებთ", - აღნიშნა კალაძემ.
ლიკლიკაძე - მძიმე წარსულზე ლაპარაკისას, ადამიანს შეიძლება ცდომილება მოუვიდეს
ბოლო ერთი თვის განმავლობაში, საარსებო შემწეობა კიდევ 7 235 საქართველოს მოქალაქეს შეუწყდა
ყაზახეთი განიხილავს ნავთობის ექსპორტის დამატებით მარშრუტებს, მათ შორის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანს
თურქეთის პარლამენტის წევრებმა ანკარას მოუწოდეს, აღიაროს აფხაზური პასპორტები
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)