|
2016-05-18 13:17:30, 866 ნახვა
ეკონომიკა
„დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ" კანონპროექტს კომერციული ბანკების წარმომადგენლები გაეცნენ
ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, დავით ლეჟავამ და დეპოზიტების დაზღვევის სისტემის უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის წევრებმა, კომერციული ბანკებისა და საქართველოს ბანკების ასოციაციის პრეზიდენტს „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ" საქართველოს კანონპროექტი გააცნეს. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა აღნიშნული სისტემის დანერგვის მნიშვნელობაზე როგორც ფინანასური უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ისე დეპოზიტართა დაცვის მიმართულებით. შეხვედრას დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ეკონომიკური საბჭოს აპარატის, ეროვნული ბანკის წარმომადგენლები, მსოფლიო ბანკის ექსპერტები. შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა და უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის წევრებმა უპასუხეს კომერციული ბანკების წარმომადგენლების მიერ დასმულ შეკითხვებს. როგორც აღინიშნა, მნიშვნელოვანია, ახალ კანონპროექტზე მუშაობის პროცესში ყველა დაინტერესებული მხარის წინადადებებისა და შენიშვნების განხილვა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)