10:14 - 14 Aug, 2026
|
2016-05-18 12:09:16, 946 ნახვა
ეკონომიკა
ყაზახური ტვირთების გადაზიდვებზე შეღავათიანი ტარიფები იმოქმედებს
"საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი მამუკა ბახტაძე ელის, რომ ყაზახური წარმოშობის ტვირთების გადაზიდვა იმ დერეფანში, რომელიც საქართველოზე გაივლის, გაიზრდება. ამის შესახებ ბახტაძემ ჟურნალისტის კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა. მედიის წარმომადგენელი დაინტერესდა, შეღავათიანი ტარიფები, რომელიც 1 ივნისიდან ამოქმედდება, დერეფანში ყაზახურ ტვირთებს გაზრდის თუ არა. „ტვირთების სახეობებზე გუშინ ხელმოწერილი ხელშეკრულება ითვალისწინებს შეღავათიან ტარიფებს ყაზახური წარმოშობის მუქ ნავთობპროდუქტებზე და ყაზახურ ხორბალზე. მნიშვნელოვანი მოლოდინი გვაქვს, რომ წლის მეორე ნახევრიდან დაიწყებენ აღნიშნული ტვირთის გადაზიდვას როგორც ბათუმის, ისე ფოთის მიმართულებით“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)