|
2016-05-18 11:27:29, 1088 ნახვა
რეგიონი
აჭარის 2016-2020 წლების სოფლის მეურნეობის სტრატეგიაზე მუშაობა დასრულდა
აჭარის 2016-2020 წლების სოფლის მეურნეობის სტრატეგიაზე მუშაობა დასრულდა. როგორც „ექსპრენსიუსს“ აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, აღნიშნული დოკუმენტი აჭარის მთავრობისათვის რეგიონში სოფლად განვითარების მიმართულებით მთავარი სტრატეგიული დოკუმენტი გახდება. მათივე განმარტებით, სტრატეგიის მთავარი მიზანია არაურბანულ დასახლებებში მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება და სიღარიბის დონის შემცირება. „სოფლის განვითარება მრავალ სფეროს მოიცავს, მათ შორის ინფრასტრუქტურის განვითარებას, მომსახურებაზე ხელმისაწვდომობისა და ეკონომიკური შესაძლებლობების გაზრდას. სოფლის განვითარების სტრატეგიის შემუშავება აღიქმება აჭარის რეგიონის განვითარების ფართო პოლიტიკის მნიშვნელოვან ნაწილად. სტრატეგიის დოკუმენტი 17 მაისს აჭარის მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა. მსგავსი სტრატეგიული დოკუმენტი სოფლის მეურნეობის დარგში საქართველოს მასშტაბით პირველად შემუშავდა. იგი მომზადდა ევროკავშირის გამოცდილების, მის მიერ სოფლის განვითარებისათვის განსაზღვრული ძირითადი ღონისძიებების და პროგრამების მეთოდოლოგიის შესაბამისად. აჭარის 2016-2020 წლების განვითარების სტრატეგიის დოკუმენტი შემუშავებულია ევროკავშირის და აჭარის ა/რ მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტის - “ENPARD-აჭარა - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაში სოფლის მეურნეობის მხარდაჭერა“ ფარგლებში. პროექტი განხორციელდა გაეროს განვითარების პროგრამის, აჭარის ა/რ მთავრობის სტრაგეტეგიის შემმუშავებელი საბჭოსა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების მჭიდრო თანამშრომლობით“, - აცხადებენ აჭარის მთავრობაში.
ლიკლიკაძე - მძიმე წარსულზე ლაპარაკისას, ადამიანს შეიძლება ცდომილება მოუვიდეს
ბოლო ერთი თვის განმავლობაში, საარსებო შემწეობა კიდევ 7 235 საქართველოს მოქალაქეს შეუწყდა
ყაზახეთი განიხილავს ნავთობის ექსპორტის დამატებით მარშრუტებს, მათ შორის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანს
თურქეთის პარლამენტის წევრებმა ანკარას მოუწოდეს, აღიაროს აფხაზური პასპორტები
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)