|
2016-05-17 18:25:20, 1058 ნახვა
ეკონომიკა
ტრანს-ადრიატიკული მილსადენის მშენებლობა დაიწყო
საბერძნეთის ქალაქ თესალონიკში ტრანს-ადრიატიკული მილსადენის (თAP) მშენებლობის დაწყებას ჩაეყარა საფუძველი. საზეიმო ღონისძიებას პროექტში მონაწილე სხვა ქვეყნების ლიდერებთან ერთად, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, თესალონიკის პორტის ტერიტორიაზე დღეს პირველი მილსადენი ჩაიდო, რომელზეც სიმბოლურად მოაწერეს ხელი "სამხრეთ გაზის დერეფნის" პროექტში ჩართული ქვეყნების ლიდერებმა, მათ შორის საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. ტრანს-ადრიატიკული მილსადენი (თAP), რომლის სიგრძე დაახლოებით 800 კმ-ია, ხოლო გამტარუნარიანობა 10-დან 20მილიარდ კუბურ მეტრამდე, აზერბაიჯანის, საქართველოს, თურქეთის, საბერძნეთისა და ალბანეთის გავლით იტალიაშიბუნებრივი აირის ტრანსპორტირებას მოახდენს.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)