|
2016-05-17 13:46:02, 1106 ნახვა
სამართალი
საქალაქო სასამართლოსთან აქციაზე დაკავებული ლგბტ აქტივისტების გათავისუფლება მოითხოვეს
ფემინისტების დამუკიდებელმა ჯგუფმა და ლგბტ აქტივისტებმა თბილისის საქალაქო სასამართლოსთან აქცია გამართეს და საპატრიარქოს მიმდებარე ტერიტორიაზე გამთენიისას დაკავებული მათი აქტივისტების გათავისუფლება მოითხოვეს. როგორც „ქსპრესნიუსს“ დამოუკიდებელ ფემინისტთა ჯგუფის წარმომადგენლებმა განუცხადეს, მათი მეგობრები უკანონოდ დააკავეს, რადგან ისინი არც შენობას, არც ფასადს და არც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს არ აზიანებდნენ. მათივე შეფასებით, დაკავებულებთან მიმართებაში შერჩევითმა სამართალმა იმუშავა. ფემინისტთა ჯგუფის წარმომადგენლების თქმით, დღეს სახელწმიფომ ლგბტ უფლებადამცვლების დაცვის უზრუნველყოფა ვერ მოახერხა. „მეტიც, სახელმწიფომ დაიწყო ჩვენი დევნა და შევიწროვება“,-აცხადებენ ისინი. თბილისის საქალაქო სასამართლოში დაკავებული ლგბტ აქტივისტების სასამართლო პროცესი იწყება. სასამართლოსთან დაკავებულების ინტერესების დამცველები იმყოფებიან.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)