|
2016-05-14 22:07:31, 954 ნახვა
სამართალი
მშვენიერაძე: საკონსტიტუციო სასამართლოს მიზანმიმართულად ანგრევს ქართული ოცნება
"საკონსტიტუციო სასამართლოს მიზანმიმართულად ანგრევს ქართული ოცნება" - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის" გამგეობის წევრმა, გიორგი მშვენიერაძემ, "კურიერის" ეთერში "საკონსტიტუციო სასამართლოსთან" დაკავშირებით მიღებულ ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა. “სამწუხაროდ, პროცესი, რომელიც მიმდინარეობს, საბოლოოდ ამსხვრევს ყოველგვარ მითს ამ ქვეყანაში ხელისუფლების სურვილებთან დაკავშირებით. საკონსტიტუციო სასამართლოს მიზანმიმართულად ანგრევს ქართული ოცნება. ხელისუფლება კარგად დააკვირდა საკონსტიტუციო სასამართლოს, ბევრი გზით სცადა, რომ დაემორჩილებინა. ეს არის პრევენცია, არა თუ ის, რომ რა მოხდა წარსულში, არამედ მნიშვნელოვანია, რისთვის ემზადებიან და დარწმუნებული ვარ, 2-3 თვეში გამოჩნდება, რისი გაკეთება უნდოდა ხელისუფლებას,“ - განაცხადა მშვენიერაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)