|
2016-05-14 22:02:51, 990 ნახვა
სამართალი
ნაცვლიშვილი: ის რეფორმა, რომელიც გუშინ პარლამენტმა მოიწონა არის ძალიან საშიში
"ის რეფორმა, რომელიც გუშინ პარლამენტმა მოიწონა არის ძალიან საშიში" - ამის შესახებ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, ანა ნაცვლიშვილმა "საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" საუბრისას, "რუსთავი 2-ის" პირდაპირ ეთერში განაცხადა. “ჩვეულებრივი არაიურისტისთვისაც გასაგებია, რომ ეს ცვლილებები არის მორგებული კონკრეტულ სიტუაციას და არის ნაკარნახევი საკონსტიტუციო სასამართლოს კონკრეტულ გადაწყვეტილებებზე გაბრაზებით. სწორედ ეს არის მთავარი პრობლემა. სახელმწიფოებრივი მიდგომებია საჭირო მაშინ, როდესაც ასეთი მნიშვნელოვანი რეფორმები იგეგმება. სამწუხაროდ, ის რეფორმა, რომელიც გუშინ პარლამენტმა მოიწონა, ვერ უძლებს ვერანაირ კრიტიკას. ეს არის ძალიან საშიში რეფორმა,“ - განაცხადა ნაცვლიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)