|
2016-05-13 18:18:59, 1023 ნახვა
სხვადასხვა
თბილისი მეორე საერთაშორისო HR კონფერენციას მასპინძლობს
თბილისი 14 მაისს, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე HR პროფესიონალთა გილდიის მიერ ორგანიზებულ მეორე საერთაშორისო HR კონფერენციას - „თანამედროვე ტენდენციები და გამოწვევები ადამიანური რესურსების მართვაში“ მასპინძლობს და ორგანიზაციებში ადამიანური რესურსების მართვის სფეროში ახალი, თანამედროვე სტანდარტების შემოღებას, მათი დანერგვის გზებისა და შესაძლებლობების გამოვლენას ისახავს მიზნად. კონფერენცია სასტუმრო "ბეტსიში" (ი, მაყაშვილისი ქ. 32/34) გაიმართება და მასში სახელმწიფო დაწესებულებების, არასამთავრობო და კერძო კომპანიების ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას. მეორე საერთაშორისო HR კონფერენციის სპონსორები არიან: „Efes საქართველო - ლუდსახარში ნატახტარი“ - პლატინის სპონსორი; „HR PARTNERS” - ოქროს სპონსორი „ყველაზე ფასეული სიმდიდრე, რაც გააჩნია ორგანიზაციას, ეს არის ადმიანური რესურსები, ხოლო მისი ოსტატური მართვა ორგანიზაციის დასახული მიზნების მიღწევის და წარმატების საწინდარია. მართვის ხელოვნების ფლობა თავისთავში მოიცავს იმ ცვლილებების გათვალისწინებას, რომელიც თანამდეროვე ტენდენციებმა მოიტანეს. გამოწვევების დაძლევა აუცილებლად მოითხოვს ინოვაციური, ტექნიკური თუ ტექნოლოგიური, დემოგრაფიული თუ გლობალიზაციით გამოწვეული ცვლილებების გათვალისწინებას, ვინაიდან იგი უშუალო გავლენას ახდენს სამუშაოს შინაარსისა თუ პროცესების სისტემატიზაციაზე. მეორე საერთაშორისო HR კონფერენცია, ეძღვნება თანამედროვე ტენდენციებისა და გამოწვევების დაძლევის საკითხებს, რომელიც მოითხოვს ახლებურ მიდგომას ადამიანური რესურსების მართვისადმი“, აცხადებს HR პროფესიონალთა გილდიის დამფუძნებელი ლილი ბიბილაშვილი. მეორე საერთაშორისო HR კონფერენციაზე „თანამედროვე ტენდენციები და გამოწვევები ადამიანური რესურსების მართვის სფეროში“ აქცენტები გაკეთდება იმ პროცესებზე, რომლებიც განსაზღვრავს ცვლილებებს ორგანიზაციის მიდგომაში და ახლებურ ხედვაში ადამიანური რესურსების მართვასთან დაკავშირებით. ღონისძიების მონაწილეებს საშუალება მიეცემა მიიღონ, როგორც ადგილობრივი ასევე, სხვა ქვეყნების გამოცდილება, რომელიც დაგროვილია ადამიანური რესურსების თანამედროვე მართვის სფეროში; შეძლებენ გაეცნონ იმ ეფექტურ მოდელებს, რომელიც დაგროვილი და აპრობირებულია, როგორც ჩვენი ქვეყნის, ასევე მის ფარგლებს გარეთ არსებულ ორგანიზაციებში.
მეუფე მიქაელი სინდისის პატიმრებზე: დიდი სიამოვნებით გამოვუშვებდი ყველას
რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების დარტყმების გამო, ბენზინის დეფიციტია
პაპუაშვილი პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: შენდობას წინ ყოველთვის უძღვის სინანული
მდინარაძე პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: სადაც პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილება არსებობს, მას რეკომენდაციაც კი შეიძლება ეზედმეტოს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)