|
2016-05-13 13:38:44, 596 ნახვა
პოლიტიკა
კვირიკაშვილი: „სამხრეთ ოსეთთან“ და აფხაზეთთან კონფლიქტის გადაწყვეტის სამხედრო გზა არ არსებობს
ჩვენ რუსეთთან ურთიერთობის დეესკალაციას ვცდილობთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენი სტრატეგიული მიზნები გადაიხედება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ლონდონში, „ჩეთემ ჰაუსში“ საექსპერტო წრეების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა. როგორც "ექსპრესნიუსს" მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, არავინ უნდა დააყენოს ეჭვქვეშ საქართველოს ევროპული არჩევანი. „საქართველო ცდილობს სტანდარტების ევროპასთან დაახლოებას. ვარშავის ნატო-ს სამიტისთვის ვემზადებით და იმედი გვაქვს, რომ დავუახლოვდებით ნატო-ს. ყველა, ვინც მანიპულირებს საქართველოს საგარეო კურსით, არასწორია. ეს არის საქართველოს არჩევანი და მომავალი“,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა. მისივე თქმით, ის ნატო-ს სამიტზე საქართველოს პროგრესის დაფიქსირებას ელოდება. ამასთან, გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ „სამხრეთ ოსეთში“ დაგეგმილი რეფერენდუმი საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევა. „სამხრეთ ოსეთთან“ და აფხაზეთთან ნდობის აღდგენას ვცდილობთ. კონფლიქტის გადაწყვეტის სამხედრო გზა არ არსებობს“, - განაცხადა კვირიკაშვილმა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აგრეთვე საერთაშორისო სამხედრო მისიებში საქართველოს მონაწილეობაზე, ქვეყენაში არსებულ საინვესტიციო გარემოზე, მედიის თავისუფლებასა და სასამართლო სისტემის რეფორმაზე ისაუბრა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)