|
2016-05-10 16:18:18, 929 ნახვა
სხვადასხვა
კრემლის განმარტებით, პუტინმა საქართველოს ხელისუფლებას გამარჯვების დღე "სათანადო დიალოგის არარსებობის გამო" არ მიულოცა
ვლადიმერ პუტინმა საქართველოსა და უკრაინის ლიდერებს გამარჯვების დღე დიალოგის სათანადო დონის არარსებობის გამო არ მიულოცა, - ამის შესახებ "რია-ნოვოსტი" წერს. მედიის ცნობით, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ეს არ ეხებათ საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეებს. “რუსეთი არასდროს ყოფილა ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში ნეგატიური პროცესების ინიციატორი. რუსეთი ყოველთვის უჭერდა მხარს მეზობლებთან და ფაქტობრივად მოძმე ქვეყნებთან კეთილ ურთიერთობებს, თუმცა საქართველოს შემთხვევაში, თქვენ იცით ჩვენი ურთიერთობების კრიზისის წინამორბედი მოვლენები”, - განაცხადა პესკოვმა. მილოცვის ტექსტში ვლადიმერ პუტინმა ფაშიზმზე გამარჯვების 71-ე წლისთავი, სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, მხოლოდ საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეებს მიულოცა და არა ხელისუფლების პირველ პირებს. “პრეზიდენტს არაერთხელ უთქვამს, რომ სახელმწიფო დონეზე კრიზისული ურთერთობები არ აისახება კეთილ გრძნობებსა და ტრადიციებზე ჩვენთან ტრადიციულად დაახლოებული ქვეყნების მოსახლებისადმი - ეს არის საქართველოს მოსახლეობაც, უკრაინის მოსახლეობაც და სხვა ქვეყნებისაც. სწორედ ამიტომ პრეზიდენტის მილოცვა ხალხის მისამართით გაკეთდა”, - აღნიშნა კრემლის პრესმდივანმა. შეგახსენებთ, 8 მაისს კრემლის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცახდებაში ნათქვამი იყო, რომ “ვლადიმერ პუტინმა აზერბაიჯანის, სომხეთის, ბელარუსის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, მოლდოვის, ტაჯიკეთის, თურქმენეთის, უზბეკეთის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ლიდერებს, ასევე საქართველოს და უკრაინის მოქალაქეებს დიდ სამამულო ომში გამარჯვების 71-ე წლისთავი მიულოცა”.
პაპუაშვილი პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: შენდობას წინ ყოველთვის უძღვის სინანული
მდინარაძე პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: სადაც პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილება არსებობს, მას რეკომენდაციაც კი შეიძლება ეზედმეტოს
სერბეთის პატრიარქი პორფირიე - ქართველმა ხალხმა მიიღო სათნო მამა, კეთილი მწყემსი და დაუღალავი მასწავლებელი
18 წლის მორაგბე ნიკოლოზ წიკლაური გარდაიცვალა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)