|
2016-05-10 13:09:46, 1183 ნახვა
რეგიონი
ნუგზარ სურმანიძე გაეროს ასამბლეის პროექტის მონაწილეებს შეხვდა
აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნუგზარ სურმანიძე გაეროს მოდელირებული ახალგაზრდული ასამბლეის 30 მონაწილეს შეხვდა. მინისტრმა დელეგატებს რეგიონის ჯანდაცვის სისტემა და სამინისტროს პრიორიტეტები გააცნო, ასევე უპასუხა მათ შეკითხვებს. „ბავშვებს ჰქონდათ ძალიან მნიშვნელოვანი შეკითხვები. ჩანდა, რომ კარგი განათლება აქვთ მიღებული, ისინი ფლობდნენ გარკვეულ ინფორმაციას ჯანდაცვის სფეროზე. ახალგაზრდა თაობა ფიქრობს არა მარტო არსებულზე, არამედ მომავალზე, რაც ძალიან კარგია“, - აღნიშნა ნუგზარ სურმანიძე. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ფორუმი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით 8-10 მაისის ჩათვლით ტარდება და მასში 400-მდე დელეგატი მონაწილეობს. ასამბლეის მიზანი ახალგაზრდების როლის გაზრდა გლობალური მიზნების განხორციელებაში და იმ ძირითად 17 გამოწვევაზე მსჯელობაა, რომლის წინაშეც დგას მსოფლიო: განათლება, ეკოლოგია, ჯანდაცვა, სიღარიბის დაძლევა. მონაწილე დელეგატები 2 დღის განმავლობაში სხვადასხვა თემაზე გამართულ სესიებში, კინოჩვენებებსა და დებატებში მიიღებენ მონაწილეობას. გაეროს მოდელირებული ასამბლეა საქართველოში მეორედ, ბათუმში კი პირველად არასამთავრობო ორგანიზაციის „მრავალეროვანი საქართველო დემოკრატიული ღირებულების განმტკიცებისათვის'' და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ თვითმართველობას შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში ტარდება.
ლიკლიკაძე - მძიმე წარსულზე ლაპარაკისას, ადამიანს შეიძლება ცდომილება მოუვიდეს
ბოლო ერთი თვის განმავლობაში, საარსებო შემწეობა კიდევ 7 235 საქართველოს მოქალაქეს შეუწყდა
ყაზახეთი განიხილავს ნავთობის ექსპორტის დამატებით მარშრუტებს, მათ შორის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანს
თურქეთის პარლამენტის წევრებმა ანკარას მოუწოდეს, აღიაროს აფხაზური პასპორტები
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)