17:42 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-07 12:33:09, 891 ნახვა

სამართალი
ლევან როსტოშვილის და ლაშა კურტანიძისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

ტელეწამყვან ლევან როსტოშვილის და მსახიობ ლაშა კურტანიძის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს.

საქალაქო სასამართლოს ინფორმაციით, პროცესი დღეს 15:00 საათზეა ჩანიშნული.

შეგახსენებთ, რომ ლევან როსტოშვილი და ლაშა კუჯრტანიძე სამართალდამცავებმა გუშინ დააკავეს.

შსს-ს პრეს-სამსახურის ინფორმაციით, დაკავებულების მიმართ სისხლის სამართლის საქმე 260-ე მუხლით აღიძრა, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვას გულისხმობს. 

აღნიშნული მუხლი სასჯელის სახით 8-დან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საია - გავრცელებული შემაშფოთებელი კადრები სისტემური და სისტემატური საპოლიციო ძალადობის კიდევ ერთ ილუსტრაციას წარმოადგენს, რომელიც წლების განმავლობაში ავტორიტარული რეჟიმის ხელწერად იქცა
პირმა წარსულში არსებული დავის ნიადაგზე 2 კაცი მოკლა
ახმეტაში, შვილის გადარჩენის მცდელობისას მამაკაცი ტბაში დაიხრჩო
ბრიტანეთმა რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics